https://sputnik-georgia.com/20241105/papuashvili-mosamartlis-gadawyvetileabs-exmaureba-290757615.html
ერთი 22-ის წინააღმდეგ: პაპუაშვილი დარღვევებზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმაურება
ერთი 22-ის წინააღმდეგ: პაპუაშვილი დარღვევებზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმაურება
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების საპირწონედ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ხმის... 05.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-05T17:00+0400
2024-11-05T17:00+0400
2024-11-05T17:00+0400
საქართველო
პოლ ფრანკენი 2020
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ცესკო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1c/290626359_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cea59c10fe60920275fd7dc2426f4e07.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების საპირწონედ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა დაინახა, დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება და ჯანსაღი აზრი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. თეთრიწყაროს სასამართლო 23 სასამართლოდან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი დააკმაყოფილა. საია აცხადებს, რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპი დაირღვა საქართველოს 2263-ვე უბანზე (სულ 2/3), სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ არჩევნების დღეს აღნიშნულ საკითხზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა.„იმ დღეს რაიმე განცხადებები არ მოგვისმენია, არჩევნებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გაახსენდათ. როცა სხვა ყველა საბაბს პასუხი გაეცა, ეს იყო ბოლო რამ, რისი მოფიქრებაც შეძლეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს კონკრეტული მოსარჩელე არ ჰყავდა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ყველა უბანზე კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევა გაასაჩივრა.„23-მა სასამართლომ განიხილა ეს საჩივარი სხვადასხვა რაიონში. 22-მა ჩათვალა, რომ არ იყო ფარულობა დარღვეული, ერთმა მოსამართლემ გუშინ ჩათვალა, რომ ფარულობა დაირღვა. ამის შემდეგ ეს 23-ვე საჩივარი, როგორც ვხვდები, წავა სააპელაციო სასამართლოში და სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.თუ მსგავსი რამ შეფასდება კენჭისყრის ფარულობის დარღვევად, მაშინ, პაპუაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოლდოვაში, საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში, არჩევნები პოლონეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში უნდა გაუქმდეს.პარლამენტის სპიკერმა არ გამორიცხა, რო მოსამართლე შეიძლება მეუღლისზ ეგავლენის ქვეშ მოექვს.„რაც შეეხება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რადგან მისი მეუღლე ოპოზიციას ღიად უჭერს მხარს, არ მინდა ვიფიქრო, რომ ის მეუღლის გავლენის ქვეშაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლის მეუღლე ელზა გურგენიძე ოპოზიციის აქტივისტია და საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს. ოპოზიციის წარმომადგენლების მსგავსად, ისიც აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.„ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ ჩამოყალიბდნენ მოსწონთ თუ არა ეს სასამართლო. როდესაც მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა, მაშინ პირდაპირ გმირად გამოჰყავთ ადამიანები, როდესაც არ მოსწონთ გადაწყვეტილება, ისინი გამოჰყავთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.ცესკომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.ამომრჩეველთა ბიულეტენების დათვალიერების, ასევე სასამართლო დარბაზში ტექნიკური ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, მოსამართლე ხუჭუა მივიდა დასკვნამდე, რომ ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას თვალსაჩინო იყო, რა არჩევანი გაკეთდა, ვინაიდან უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა.როგორც ადრე ცესკოში განაცხადეს, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა ამომრჩეველს გადაეცემოდა სპეციალური კონვერტი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის წესის მიხედვით, აღნიშნულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი ხმის დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.საპარლამენტო არჩევნები - 2024საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.თეთრიწყაროსა და წალკის (ქვემო ქართლის რეგიონი) საარჩევნო ოლქებში, სადაც მოსამართლემ უბნების 60%-ის შედეგების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო, მმართველმა პარტიამ საუკეთესო შედეგი აჩვენა. თეთრიწყაროში მან ხმების 66,9% მიიღო, წალკაში – 71,6%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1c/290626359_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_5ff170cc997ac6b21b93f62e06e0bc03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლ ფრანკენი 2020, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ცესკო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
საქართველო, პოლ ფრანკენი 2020, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ცესკო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების საპირწონედ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა დაინახა, დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება და ჯანსაღი აზრი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
თეთრიწყაროს სასამართლო 23 სასამართლოდან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი დააკმაყოფილა. საია აცხადებს, რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპი დაირღვა საქართველოს 2263-ვე უბანზე (სულ 2/3), სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
„ის, რომ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ დგას 22 მოსამართლე და 22 გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს საკითხს. სიმართლე გითხრათ, ამის უკან დგას ასევე საღი აზრი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ არჩევნების დღეს აღნიშნულ საკითხზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა.
„იმ დღეს რაიმე განცხადებები არ მოგვისმენია, არჩევნებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გაახსენდათ. როცა სხვა ყველა საბაბს პასუხი გაეცა, ეს იყო ბოლო რამ, რისი მოფიქრებაც შეძლეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს კონკრეტული მოსარჩელე არ ჰყავდა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ყველა უბანზე კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევა გაასაჩივრა.
„23-მა სასამართლომ განიხილა ეს საჩივარი სხვადასხვა რაიონში. 22-მა ჩათვალა, რომ არ იყო ფარულობა დარღვეული, ერთმა მოსამართლემ გუშინ ჩათვალა, რომ ფარულობა დაირღვა. ამის შემდეგ ეს 23-ვე საჩივარი, როგორც ვხვდები, წავა სააპელაციო სასამართლოში და სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
თუ მსგავსი რამ შეფასდება კენჭისყრის ფარულობის დარღვევად, მაშინ, პაპუაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოლდოვაში, საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში, არჩევნები პოლონეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში უნდა გაუქმდეს.
„ამ ქვეყნების არჩევნებზე პირდაპირ ვხედავთ, რომ არც კონვერტია გამოყენებული, შემოხაზული ბიულეტენიც ჩვეულებრივად გამოაქვთ და აგდებენ ნახევრად გამჭვირვალე ურნაში, სადაც ჩანს, რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა არ გამორიცხა, რო მოსამართლე შეიძლება მეუღლისზ ეგავლენის ქვეშ მოექვს.
„რაც შეეხება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რადგან მისი მეუღლე ოპოზიციას ღიად უჭერს მხარს, არ მინდა ვიფიქრო, რომ ის მეუღლის გავლენის ქვეშაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლის მეუღლე ელზა გურგენიძე ოპოზიციის აქტივისტია და საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს. ოპოზიციის წარმომადგენლების მსგავსად, ისიც აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.
„ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ ჩამოყალიბდნენ მოსწონთ თუ არა ეს სასამართლო. როდესაც მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა, მაშინ პირდაპირ გმირად გამოჰყავთ ადამიანები, როდესაც არ მოსწონთ გადაწყვეტილება, ისინი გამოჰყავთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ცესკომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამომრჩეველთა ბიულეტენების დათვალიერების, ასევე სასამართლო დარბაზში ტექნიკური ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, მოსამართლე ხუჭუა მივიდა დასკვნამდე, რომ ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას თვალსაჩინო იყო, რა არჩევანი გაკეთდა, ვინაიდან უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა.
როგორც ადრე ცესკოში განაცხადეს, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა ამომრჩეველს გადაეცემოდა სპეციალური კონვერტი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის წესის მიხედვით, აღნიშნულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი ხმის დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
თეთრიწყაროსა და წალკის (ქვემო ქართლის რეგიონი) საარჩევნო ოლქებში, სადაც მოსამართლემ უბნების 60%-ის შედეგების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო, მმართველმა პარტიამ საუკეთესო შედეგი აჩვენა. თეთრიწყაროში მან ხმების 66,9% მიიღო, წალკაში – 71,6%.