https://sputnik-georgia.com/20241105/gzebze-shezgudvebi-dawesda-290751593.html
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: სად დაწესდა შეზღუდვები
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: სად დაწესდა შეზღუდვები
Sputnik საქართველო
საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული 05.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-05T11:30+0400
2024-11-05T11:30+0400
2024-11-05T11:30+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/10/286877442_0:44:840:517_1920x0_80_0_0_2510bed13f0f110a99056932eac6d6f4.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.კერძოდ, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 31-63-ე კმ (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე (185-192-ე კმ).მესტია-უშგულის მონაკვეთზე (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 141-184-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე (185-192-ე კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52-ე კილომეტრ მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/10/286877442_47:0:794:560_1920x0_80_0_0_22cc759dfd2a944942104d30f9865f27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: სად დაწესდა შეზღუდვები
საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 31-63-ე კმ (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე (185-192-ე კმ).
მესტია-უშგულის მონაკვეთზე (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 141-184-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე (185-192-ე კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52-ე კილომეტრ მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.