https://sputnik-georgia.com/20241105/axmetashi-velur-bunebashi-xoxbebi-gaushves-290751951.html
ახმეტაში ველურ ბუნებაში ხოხბები გაუშვეს
ახმეტაში ველურ ბუნებაში ხოხბები გაუშვეს
Sputnik საქართველო
კოლხური ხოხობი საქართველოს უძველესი ბინადარია და მისი ველურ ბუნებაში გაშვება ხელს უწყობს პოპულაციის მომრავლებასა და აღდგენას. 05.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-05T13:36+0400
2024-11-05T13:36+0400
2024-11-05T13:36+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22863/77/228637711_0:59:1200:734_1920x0_80_0_0_a314316b19d4dbd46f34fb3c5065401e.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში 270 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს.აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება უწესრიგო ნადირობების შედეგად ბუნებაში შემცირებული სახეობების აღდგენა-გამრავლების ხელშეწყობისთვის.მუნიციპალიტეტს კოლხური ხოხბები საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა „აგრო ქართუმ" გადასცა.ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაციას ზრდიან და ბუნებაში უშვებენ.2020 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო–საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას. მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლება და მათი ველურ ბუნებაში დაბრუნებაა. ფერმაში, გარდა კოლხური ხოხობისა, ამრავლებენ ხონთქრის ქათმებს (Porphyrio porphyriо).კოლხური ხოხობი მოშინაურებულ ფრინველთა რიცხვს განეკუთვნება. ის ბუდობს ტყეებსა და ბუჩქნარში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22863/77/228637711_71:0:1128:793_1920x0_80_0_0_408d6c853b7305fc835db96cccb9ff18.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
ახმეტაში ველურ ბუნებაში ხოხბები გაუშვეს
კოლხური ხოხობი საქართველოს უძველესი ბინადარია და მისი ველურ ბუნებაში გაშვება ხელს უწყობს პოპულაციის მომრავლებასა და აღდგენას.
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში 270 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს.
აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება უწესრიგო ნადირობების შედეგად ბუნებაში შემცირებული სახეობების აღდგენა-გამრავლების ხელშეწყობისთვის.
მუნიციპალიტეტს კოლხური ხოხბები საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა „აგრო ქართუმ" გადასცა.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაციას ზრდიან და ბუნებაში უშვებენ.
2020 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო–საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას. მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლება და მათი ველურ ბუნებაში დაბრუნებაა. ფერმაში, გარდა კოლხური ხოხობისა, ამრავლებენ ხონთქრის ქათმებს (Porphyrio porphyriо).
კოლხური ხოხობი მოშინაურებულ ფრინველთა რიცხვს განეკუთვნება. ის ბუდობს ტყეებსა და ბუჩქნარში.