თბილისში კვლავ საპროტესტო აქციებია: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2024
გამოწერა
ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები სცენაზე არ გამოსულან
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ოპოზიციამ თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე რიგით მეორე მრავალათასიანი საპროტესტო აქციაა გამართა.
პარლამენტში შესული ყველა ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს „ქართული ოცნების" გამარჯვების აღიარებაზე და ამტკიცებენ, რომ მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება.
ოპოზიციის გეგმებშია „დაპირისპირების ფრონტის“ გახსნა ჯერ თბილისში, შემდეგ კი რეგიონებში, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე კვირა თბილისში მსვლელობების კვირეული იქნება.
პარალელურად, ოპოზიცია აპირებს გააგრძელოს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების შეგროვება, რათა ისინი საერთაშორისო გამოძიებას წარუდგინოს.
ამასთან, ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა მოემზადონ „დიდი თავდასხმისთვის“. მან არ დაასახელა თარიღი და არც განმარტა, რა იგულისხმება ამაში.
ვაშაძის პარტია არჩევნებში მონაწილეობდა ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში - „ნაცმოძრაობის" პარტია პოლიტიკოსმა 2016 წელს დატოვა.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა ზურა ჯაფარიძემ, რომელიც პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ უდგას სათავეში და „ახალთან“ და „დროასთან“ ერთად შედის „კოალიცია ცვლილებებისთვის“, საპროტესტო მოძრაობის ორი მნიშვნელოვანი თარიღი დაასახელა.
© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია
Акция на проспекте Руставели в Тбилиси с требованием назначения новых выборов - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2024
საპროტესტო აქცია
მისი თქმით, 21 ნოემბრისთვის მობილიზაციაა საჭირო, რადგან ეს არის ბოლო ვადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამებისთვის. ამის შემდეგ იქნება ათდღიანი ვადა, რათა ახალი პარლამენტის შეიკრიბოს და დეპუტატები უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგნენ.
ჯაფარიძემ დღევანდელი აქციის მონაწილეებს ბოლო ბასტიონი უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებმაც მანდატი მიიღეს, ნაგავი. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარლამენტში შეკრების საშუალება არ უნდა მიეცეთ.
„ჩვენ ქუჩაში ბრძოლა მოგვიწევს", - განაცხადა ჯაფარიძემ.
„ეს ქალაქი, ეს ქუჩა ჩვენია. ჩვენ გარეშე ისინი ვერაფერს გააკეთებენ... ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება", - განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობდა პარტიებთან „ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების პოლიტიკური ორგანიზაცია „თავისუფლების მოედანთან“ კოალიციაში. მათ გაერთიანებას „ძლიერი საქართველო" ეწოდება.
ოპოზიციის გეგმის მიხედვით, ისინი ყოველდღიურად აქციების გამართვას აპირებენ. ყოველი შემდეგი აქციის ადგილი და დრო გამოცხადდება ერთი დღით ადრე.
ოპოზიციონერები აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ დამონტაჟებული სცენიდან მიმართავდნენ, შემდეგ კი ყველას მოუწოდეს ქალაქის ერთ-ერთ მთავარი სატრანსპორტო არტერიის - ბარათაშვილის ქუჩის პიკეტირება მოახდინონ.
დღევანდელ აქციაში ოპოზიციის მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მონაწილეობდა.
სცენაზე არ გამოსულან და აქციის დაგეგმვაში საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. გახარიას პარტია მეოთხე ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა, რომელიც პარლამენტში შევიდა და უნდობლობას უცხადებს არჩევნებს.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
ოპოზიციონერები, ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.
ყველა ახალი ამბავი
0