თოვლი, ქარბუქი, შტორმი ზღვაზე: გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerиთბილისი
иთბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2024
გამოწერა
სინოპტიკოსები წვიმას, ძლიერ თოვლსა და ქარბუქს პროგნოზირებენ.
თბილისი, 4 ნოემბერი –Sputnik. საქართველოში 5 ნოემბერს ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, სამშაბათს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი.
სინპოტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0