https://sputnik-georgia.com/20241104/papuashvili-xmis-micemis-parulobaze-290746329.html
(არა)ფარული კენჭისყრა და ამომრჩევლებზე ზეწოლა? „ქართული ოცნების" პასუხი კრიტიკოსებს
(არა)ფარული კენჭისყრა და ამომრჩევლებზე ზეწოლა? „ქართული ოცნების" პასუხი კრიტიკოსებს
Sputnik საქართველო
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. 04.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-04T21:09+0400
2024-11-04T21:09+0400
2024-11-04T21:09+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1c/290626359_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cea59c10fe60920275fd7dc2426f4e07.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივ დარღვევას, დეზინფორმაცია უწოდა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.(არა)ფარული კენჭისყრაარასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ამტკიცებს, რომ ფარული კენჭისყრის პრინციპი ქვეყნის მასშტაბით მასობრივად დაირღვა ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა. შესაბამისად, მან 2263 საარჩევნო უბნის (2/3) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. ფარული კენჭისყრის პრინციპის მასობრივი დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მოჩანდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა ამომრჩეველს გადაეცემოდა სპეციალური კონვერტი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის წესის მიხედვით, აღნიშნულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი ხმის დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ბრალდებას დეზინფორმაცია და ბოდვა უწოდა.მისი თქმით, ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის ანაბეჭდის თემა ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კენჭისყრიდან მხოლოდ მეხუთე დღეს წამოსწიეს.„და ამ არჩევნების დროს არავის ჰქონია პრობლემა ბიულეტენებზე ე.წ. მელანთან დაკავშირებით. მხოლოდ მეხუთე დღეს, სხვა არგუმენტები რომ ვერ ნახეს, ეს მოიგონეს, როგორც საბაბი", - განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც სპიკერმა აღნიშნა, ამავე წარმატებით, „ახალგაზრდა იურისტებს“ შეუძლიათ მოითხოვონ არჩევნების გაუქმება პოლონეთში, ბულგარეთში, ლიეტუვასი და მოლდოვაში. მისი თქმით, ამ ქვეყნების არჩევნებისგან განსხვავებით, საქართველოში ყველა საარჩევნო უბანზე ბიულეტენები ჩარჩო-კონვერტებში თავსდებოდა.იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდებოდა, ბიულეტენები საქაღალდის მსგავს კონვერტებში თავსდებოდა, ხოლო სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდებოდა - ჩვეულებრივ კონვერტებში.შედარებისთვის, პაპუაშვილმა ჟურნალისტებს წარუდგინა ზემოაღნიშნული ქვეყნების არჩევნების ამსახველი ფოტოები და გააკეთა შენიშვნები. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლონეთში საარჩევნო ურნები გამჭვირვალე იყო და მათში ბიულეტენები კონვერტების გარეშე იყო განთავსებული. თუ კარგად დააკვირდებით, ზოგიერთ შემთხვევაში ხედავთ ვის სასარგებლოდ გაკეთდა არჩევანი, დასძინა პოლიტიკოსმა.ბულგარეთში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც გამჭვირვალე იყო საარჩევნო ურნები და ბიულეტენებიც კონვერტების გარეშე იყო მოთავსებული, შესაბამისად, რიგ შემთხვევებში თვალსაჩინო იყო პარტიების ნომრები და ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი.„რას ფიქრობს ამაზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომ არჩევნები ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უნდა გაუქმდეს?", - დაინტერესდა პაპუაშვილი.მან ლიეტუვაში რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მაგალითიც მოიყვანა. ამჯერად, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ურნა გამჭვირვალე იყო, ხოლო ბიულეტენები კონვერტში არ იყო მოთავსებული. ფოტოზე ასახულია ამომრჩეველი, რომელიც ხმას ისე აძლევს, რომ მისი არჩევანი თვალსაჩინოა.საარჩევნო ურნები გამჭვირვალე იყო მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებზეც, რომლის მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართა. პაპუაშვილმა წარმოადგინა ფოტო, სადაც ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი მაია სანდუ დგას საარჩევნო ურნასთან, რომელშიც ჩანს ბიულეტენის წინა მხარეს ამომრჩევლის მიერ სანდუს სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი.„რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში უნდა გაუქმდეს?“ - იკითხა პარლამენტის თავმჯდომარემ.პაპუაშვილმა იმას, რასაც საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს, თაღლითობა უწოდა. მისი თქმით, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ისინი ვერც ერთ არგუმენტს ვერ პოულობენ და ახლა ხავსს ეჭიდებიან.პაპუაშვილის თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ თავს დამკვირვებლებს უწოდებენ, „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ვერ მიიღეს სასურველ შედეგს, განაცხადა პაპუაშვილმა.ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ორგანიზაციების დონორები ვეღარ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც აკეთებენ.„ეს არ არის ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრობლემა, ეს არის დონორების პრობლემა, რომლებიც საშუალებას აძლევენ ასეთ ორგანიზაციებს გააკეთონ ისეთი თაღლითური დასკვნები, რომლებიც პირდაპირ, დეზინფორმაციის გზით, ცდილობენ წაართვან ქართველ ხალხს არჩევანი. ეს არის დონორების პასუხისმგებლობა, რომელსაც ისინი ვეღარ გაექცევიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მან არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ მათი ფული ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1c/290626359_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_5ff170cc997ac6b21b93f62e06e0bc03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
(არა)ფარული კენჭისყრა და ამომრჩევლებზე ზეწოლა? „ქართული ოცნების" პასუხი კრიტიკოსებს
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივ დარღვევას, დეზინფორმაცია უწოდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ამტკიცებს, რომ ფარული კენჭისყრის პრინციპი ქვეყნის მასშტაბით მასობრივად დაირღვა ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა. შესაბამისად, მან 2263 საარჩევნო უბნის (2/3) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ფარული კენჭისყრის პრინციპის მასობრივი დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მოჩანდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).
ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა ამომრჩეველს გადაეცემოდა სპეციალური კონვერტი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის წესის მიხედვით, აღნიშნულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი ხმის დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ბრალდებას დეზინფორმაცია და ბოდვა უწოდა.
„2021 წლიდან მოყოლებული ხმის ელექტრონული დათვლის მეთოდით ექვსი არჩევნები ჩატარდა. არცერთ არჩევნებზე არავის ჰქონია პრეტენზია ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის ანაბეჭდის თემა ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კენჭისყრიდან მხოლოდ მეხუთე დღეს წამოსწიეს.
„და ამ არჩევნების დროს არავის ჰქონია პრობლემა ბიულეტენებზე ე.წ. მელანთან დაკავშირებით. მხოლოდ მეხუთე დღეს, სხვა არგუმენტები რომ ვერ ნახეს, ეს მოიგონეს, როგორც საბაბი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, ამავე წარმატებით, „ახალგაზრდა იურისტებს“ შეუძლიათ მოითხოვონ არჩევნების გაუქმება პოლონეთში, ბულგარეთში, ლიეტუვასი და მოლდოვაში. მისი თქმით, ამ ქვეყნების არჩევნებისგან განსხვავებით, საქართველოში ყველა საარჩევნო უბანზე ბიულეტენები ჩარჩო-კონვერტებში თავსდებოდა.
იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდებოდა, ბიულეტენები საქაღალდის მსგავს კონვერტებში თავსდებოდა, ხოლო სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდებოდა - ჩვეულებრივ კონვერტებში.
შედარებისთვის, პაპუაშვილმა ჟურნალისტებს წარუდგინა ზემოაღნიშნული ქვეყნების არჩევნების ამსახველი ფოტოები და გააკეთა შენიშვნები. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლონეთში საარჩევნო ურნები გამჭვირვალე იყო და მათში ბიულეტენები კონვერტების გარეშე იყო განთავსებული. თუ კარგად დააკვირდებით, ზოგიერთ შემთხვევაში ხედავთ ვის სასარგებლოდ გაკეთდა არჩევანი, დასძინა პოლიტიკოსმა.
„და რა უნდა თქვას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", რომ პოლონეთში ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?“ - კითხვა დასვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბულგარეთში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც გამჭვირვალე იყო საარჩევნო ურნები და ბიულეტენებიც კონვერტების გარეშე იყო მოთავსებული, შესაბამისად, რიგ შემთხვევებში თვალსაჩინო იყო პარტიების ნომრები და ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი.
„რას ფიქრობს ამაზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომ არჩევნები ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უნდა გაუქმდეს?", - დაინტერესდა პაპუაშვილი.
მან ლიეტუვაში რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მაგალითიც მოიყვანა. ამჯერად, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ურნა გამჭვირვალე იყო, ხოლო ბიულეტენები კონვერტში არ იყო მოთავსებული. ფოტოზე ასახულია ამომრჩეველი, რომელიც ხმას ისე აძლევს, რომ მისი არჩევანი თვალსაჩინოა.
საარჩევნო ურნები გამჭვირვალე იყო მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებზეც, რომლის მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართა. პაპუაშვილმა წარმოადგინა ფოტო, სადაც ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი მაია სანდუ დგას საარჩევნო ურნასთან, რომელშიც ჩანს ბიულეტენის წინა მხარეს ამომრჩევლის მიერ სანდუს სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი.
„რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში უნდა გაუქმდეს?“ - იკითხა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილმა იმას, რასაც საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს, თაღლითობა უწოდა. მისი თქმით, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ისინი ვერც ერთ არგუმენტს ვერ პოულობენ და ახლა ხავსს ეჭიდებიან.
პაპუაშვილის თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ თავს დამკვირვებლებს უწოდებენ, „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ვერ მიიღეს სასურველ შედეგს, განაცხადა პაპუაშვილმა.
„ეს შედეგი არ დადდა და ისინი ცდილობენ თავიანთი უცხოური დაფინანსება გამოიყენონ, რათა არჩევანი წაართვან ქართველ, მოლდოველ, ბულგარელ, ლიეტუველ და პოლონელ ამომრჩეველს“, - განაცხადა სპიკერმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ორგანიზაციების დონორები ვეღარ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც აკეთებენ.
„ეს არ არის ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრობლემა, ეს არის დონორების პრობლემა, რომლებიც საშუალებას აძლევენ ასეთ ორგანიზაციებს გააკეთონ ისეთი თაღლითური დასკვნები, რომლებიც პირდაპირ, დეზინფორმაციის გზით, ცდილობენ წაართვან ქართველ ხალხს არჩევანი. ეს არის დონორების პასუხისმგებლობა, რომელსაც ისინი ვეღარ გაექცევიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ მათი ფული ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.