https://sputnik-georgia.com/20241104/bitadze-prezidentis-mizani-qveknis-reputaciis-shelaxvaa-290740331.html
დეპუტატი: პრეზიდენტის მიზანი საქართველოს რეპუტაციის შელახვაა
დეპუტატი: პრეზიდენტის მიზანი საქართველოს რეპუტაციის შელახვაა
Sputnik საქართველო
ქართველი დიპლომატები იმალებიან საელჩოებში, როგორც სამალავებში, მათ შორის ვაშინგტონსა და ბრიუსელში და მდუმარედ უყურებენ ხელისუფლება თუ როგორ თელავს საქართველოს... 04.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-04T15:00+0400
2024-11-04T15:00+0400
2024-11-04T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178576_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_7b886ace3f8b1fbc17679e8e0ea47749.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია, ზიანი მიაყენოს ქვეყნის რეპუტაციას და მოსახლეობის სტრესულ მდგომარეობაში ამყოფოს, დაწერა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ სოციალურ ქსელში.3 ნოემბერს ზურაბიშვილმა ინტერნეტ-სივრცეში დაწერა, რომ დღევანდელი ქართველი დიპლომატები არ იმსახურებენ ქართული დიპლომატიის დღის მილოცვას. მისი თქმით, დიპლომატები იმალებიან საელჩოებში, როგორც სამალავებში, მათ შორის ვაშინგტონსა და ბრიუსელში და მდუმარედ უყურებენ, საქართველოს ხელისუფლება „ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს" და დგამს ნაბიჯებს რუსეთის მიმართულებით.მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა რამდენიმე კვირაში ეწურება.საქართველოს მომავალ პრეზიდენტს არა მოსახლეობა, როგორც ადრე, არამედ საარჩევნო კოლეგია აირჩევს.ადრე ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით კენჭისყრისთვის, რათა საქართველო დააბრუნოს განვითარების ევროპულ გზაზე.ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს 2004 წლიდან აღინიშნება. საზეიმო თარიღი უკავშირდება გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, მწერლის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის (1658—1725) დაბადების დღეს.უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორისსაქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბულია. დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშულებს.საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178576_101:0:1922:1366_1920x0_80_0_0_1c9b28e695f86252dca974a6d4c126d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
დეპუტატი: პრეზიდენტის მიზანი საქართველოს რეპუტაციის შელახვაა
ქართველი დიპლომატები იმალებიან საელჩოებში, როგორც სამალავებში, მათ შორის ვაშინგტონსა და ბრიუსელში და მდუმარედ უყურებენ ხელისუფლება თუ როგორ თელავს საქართველოს ევროპულ გზას, დაწერა ზურაბიშვილმა
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია, ზიანი მიაყენოს ქვეყნის რეპუტაციას და მოსახლეობის სტრესულ მდგომარეობაში ამყოფოს, დაწერა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ სოციალურ ქსელში.
3 ნოემბერს ზურაბიშვილმა ინტერნეტ-სივრცეში დაწერა, რომ დღევანდელი ქართველი დიპლომატები არ იმსახურებენ ქართული დიპლომატიის დღის მილოცვას. მისი თქმით, დიპლომატები იმალებიან საელჩოებში, როგორც სამალავებში, მათ შორის ვაშინგტონსა და ბრიუსელში და მდუმარედ უყურებენ, საქართველოს ხელისუფლება „ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს" და დგამს ნაბიჯებს რუსეთის მიმართულებით.
„სალომე ზურაბიშვილი მორიგ ჯერზე აყენებს შეურაცხყოფას არათუ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს მისი პოსტი პირდაპირი მითითებაა იმაზე, რომ ამ ადამიანს ამ ქვეყნის დისკრედიტაციის, რეპუტაციის შელახვისა და მოსახლეობის დასტრესვის გარდა სხვა მიზანი არ აქვს", - განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა რამდენიმე კვირაში ეწურება.
საქართველოს მომავალ პრეზიდენტს არა მოსახლეობა, როგორც ადრე, არამედ საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
ადრე ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით კენჭისყრისთვის, რათა საქართველო დააბრუნოს განვითარების ევროპულ გზაზე.
ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს 2004 წლიდან აღინიშნება. საზეიმო თარიღი უკავშირდება გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, მწერლის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის (1658—1725) დაბადების დღეს.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბულია. დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშულებს.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.