https://sputnik-georgia.com/20241104/bitadze-evroparlamentarebi-saqartvelos-mimar-agresiit-gamoirchevian-290741063.html
დეპუტატი: ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი საქართველოს მიმართ აგრესიით გამოირჩევა
დეპუტატი: ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი საქართველოს მიმართ აგრესიით გამოირჩევა
Sputnik საქართველო
მანამდე ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი იკეტება მათი ხელით, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას" 04.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-04T17:00+0400
2024-11-04T17:00+0400
2024-11-04T17:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ევროპარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ლიეტუვა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/04/290739998_0:45:1600:945_1920x0_80_0_0_873a76d8dd6606d1f8271c452637551a.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრები, რომლებიც წარმოადგენენ ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებს, განსაკუთრებით აგრესიული არიან საქართველოს მიმართ, განაცხადა პარლამენტის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.მანამდე ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი იკეტება მათი ხელით, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას", თუმცა, პირვე ყოვლისა მათი ხელით, ვინც არჩევნებით მანიპულირებდა და არ ჩაატარა არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქართველ ხალხს მოპარეს.მისი თქმით, ყოფილი სოციალისტური ბლოკიდან პოლიტიკოსების ასეთი ქცევა ძალიან ცუდ ფიქრებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ საქართველო არის ფარი იმისთვის, რომ ისინი იყვნენ დაცული.„მათ ავიწყდებათ, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ, მათ, პრაქტიკულად, საჩუქრად მიიღეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის დაცვითი ქოლგა", - განაცხადა ბითაძემ.ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროსტრუქტურებში ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი პოლიტიკოსია.„მე ძალიან მიხარია, რომ ევროპარლამენტში და ზოგადად, ევროსტრუქტურებში, ყველა ასე არ ფიქრობს. იქ არის ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი", - განაცხადა ბითაძემ.საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ყოველდღიურად მძაფრდება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მკაცრი განცხადებებით გამოირჩევიან ლიეტუველი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი.უფრო მეტიც, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო 2024 წლის მაისის შუა რიცხვებში თბილისის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში, სადაც მოითხოვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა.სწორედ აღნიშნული კანონის მიღება გახდა საჯილდაო ქვა საქართველოსა და დასავლეთს შორის. კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.ამ ეტაპზე საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან დაძაბულია. დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშულებს.საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.
საქართველო
ლიეტუვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/04/290739998_141:0:1460:989_1920x0_80_0_0_f2be26d73b4c401711899077f3e30513.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ევროპარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ლიეტუვა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ევროპარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ლიეტუვა , ახალი ამბები
დეპუტატი: ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი საქართველოს მიმართ აგრესიით გამოირჩევა
მანამდე ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი იკეტება მათი ხელით, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას"
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრები, რომლებიც წარმოადგენენ ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებს, განსაკუთრებით აგრესიული არიან საქართველოს მიმართ, განაცხადა პარლამენტის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მანამდე ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი იკეტება მათი ხელით, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას", თუმცა, პირვე ყოვლისა მათი ხელით, ვინც არჩევნებით მანიპულირებდა და არ ჩაატარა არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქართველ ხალხს მოპარეს.
„სამწუხაროა, რომ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა ზოგიერთი რადიკალი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტრი - მოქმედი ან ყოფილი, რომლებიც მოდიან, ასე ვთქვათ, პოსტსოციალისტური ბლოკიდან, მათ შორის - ყოფილი საბჭოთა კავშირიდან", - განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, ყოფილი სოციალისტური ბლოკიდან პოლიტიკოსების ასეთი ქცევა ძალიან ცუდ ფიქრებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ საქართველო არის ფარი იმისთვის, რომ ისინი იყვნენ დაცული.
„მათ ავიწყდებათ, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ, მათ, პრაქტიკულად, საჩუქრად მიიღეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის დაცვითი ქოლგა", - განაცხადა ბითაძემ.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროსტრუქტურებში ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი პოლიტიკოსია.
„მე ძალიან მიხარია, რომ ევროპარლამენტში და ზოგადად, ევროსტრუქტურებში, ყველა ასე არ ფიქრობს. იქ არის ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი", - განაცხადა ბითაძემ.
საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ყოველდღიურად მძაფრდება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მკაცრი განცხადებებით გამოირჩევიან ლიეტუველი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი.
უფრო მეტიც, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო 2024 წლის მაისის შუა რიცხვებში თბილისის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში, სადაც მოითხოვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა.
სწორედ აღნიშნული კანონის მიღება გახდა საჯილდაო ქვა საქართველოსა და დასავლეთს შორის. კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
ამ ეტაპზე საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან დაძაბულია. დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშულებს.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.