პრემიერი: ჩვენი რუსეთთან ურთიერთობები ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხებით შემოიფარგლება

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2024
გამოწერა
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს აკავშირებით მხოლოდ ვაჭრობის, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იტალიურ ტელეარხ Sky-სთან ინტერვიუში.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ნარჩუნდება.
„ჩვენი კომუნიკაცია ძირითადად ეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას. ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩაწერილი.
„ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია“, – განაცხადა კობახიძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,1%-ით შემცირდა და 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რუსეთში ექსპორტი კი თითქმის 2,2%-ით გაიზარდა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ ვიზები ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა. 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
2024 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შევიდნენ „სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
ყველა ახალი ამბავი
0