პრემიერი: „გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან მიმართებით აუცილებელია გულწრფელი დისკუსია

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2024
გამოწერა
კობახიძის თქმით, ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით და ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. თუ ხელისუფლებას ვინმე დაარწმუნებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, „ქართული ოცნება" მზადაა გადახედოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეარხ „sky"-თვის მიცემულ ინტერვიუში.
ივნისში ძალაში შესული კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური ძალების ინტერესების შელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში და შეავსონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია.

„თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამისათვის „აუცილებელია გულწრფელი დისკუსია".
კობახიძის თქმით, ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით და ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე.
„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ". როცა ვინმე სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე... ეს კანონი პასუხობს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს”, - განაცხადა პრემიერმა.
მიმდინარე წლის ივლისში პრეზიდენტმა და 38-მა დეპუტატმა 122-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ და მედიაორგანიზაციასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა კანონის ნორმების ამოქმედების დროებითი შეჩერება. მათი მტკიცებით, აღნიშნული კანონი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
9 ოქტომბერს სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე უარი თქვა კანონის ნორმების ამოქმედების შეჩერებაზე, რადგან მოსარჩელეების შეშფოთება უსაფუძვლოდ მიიჩნია.
17 ოქტომბერს არასამთავრო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს - ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის სახელით.
მოსარჩელეები ამ კანონს რუსულს უწოდებენ, ხოლო ამ კანონის მოთხოვნებს - ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ბრძოლის „რუსულ მეთოდებს“. ხელისუფლება ამბობს, რომ კანონის საწინააღმდეგო მთელი კომპანია - ეს არის ერთი დიდი ტყუილი, რომელიც ამ ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების რეალური მიზნების დამალვას ემსახურება.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0