https://sputnik-georgia.com/20241103/basilashvili-seulis-turniris-chempionia-290730969.html
ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ტურნირის ჩემპიონია
ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ტურნირის ჩემპიონია
Sputnik საქართველო
ქართველი ATP-ის კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე იყო და უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული. 03.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-03T12:18+0400
2024-11-03T12:18+0400
2024-11-03T12:18+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_0:97:1665:1034_1920x0_80_0_0_36f38b22dc2d2b9b027d972aff6199c3.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული 100-ქულიანი ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებული გახდა, იუწყება „პირველი არხი".ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელი ტარო დანიელი, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ორ სეტში – 7:5, 6:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი პირველ სეტს 2:5 აგებდა.ფინალისკენ მიმავალ გზაზე ბასილაშვილმა ფრანგი ატმანე, ტაივანელი ვუ და იაპონელი მორია დაამარცხა, ნახევარფინალში კი ფრანგი ესკოფიერი ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა.ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 213-ე ადგილზე გადაინაცვლა.შეგახსენებთ, რომ ქართველი ATP-ის კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე იყო და უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.2023 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო, ზაფხულში მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და კორტზე დაბრუნება მან ოქტომბერში შეძლო. 2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_19:0:1627:1206_1920x0_80_0_0_b0f26bf6f65b2d29b841ca96b79054ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ტურნირის ჩემპიონია
ქართველი ATP-ის კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე იყო და უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული 100-ქულიანი ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებული გახდა, იუწყება „პირველი არხი".
ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელი ტარო დანიელი, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ორ სეტში – 7:5, 6:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი პირველ სეტს 2:5 აგებდა.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე ბასილაშვილმა ფრანგი ატმანე, ტაივანელი ვუ და იაპონელი მორია დაამარცხა, ნახევარფინალში კი ფრანგი ესკოფიერი ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 213-ე ადგილზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ATP-ის კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე იყო და უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
2023 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო, ზაფხულში მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და კორტზე დაბრუნება მან ოქტომბერში შეძლო. 2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.