https://sputnik-georgia.com/20241103/4-noembridan-gripze-upaso-vaqcinacia-iwyeba-290732997.html
4 ნოემბრიდან გრიპზე აცრა უფასოდ იქნება შესაძლებელი
4 ნოემბრიდან გრიპზე აცრა უფასოდ იქნება შესაძლებელი
Sputnik საქართველო
სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითია. 03.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-03T15:52+0400
2024-11-03T15:52+0400
2024-11-03T15:52+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261792811_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_8f39f4f95e2177a11c7e9735da879491.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 4 ნოემბრიდან უფასო იქნება, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.უფასო ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში - აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოასაქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 18 ოქტომბრიდან დაიწყო, თუმცა თავიდან ის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდა.გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები, აივინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.წელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 200 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261792811_67:0:1204:853_1920x0_80_0_0_ed7f50ad980da077f6f6a4d38c112037.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
4 ნოემბრიდან გრიპზე აცრა უფასოდ იქნება შესაძლებელი
სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითია.
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 4 ნოემბრიდან უფასო იქნება, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უფასო ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო
დაწესებულებებში - აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 18 ოქტომბრიდან დაიწყო, თუმცა თავიდან ის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდა.
გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები, აივინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.
წელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 200 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა.