თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი და მისი თანამშრომელი დაჭრა: ბოროტმოქმედი დაკავებულია

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2024
გამოწერა
კაცი წარსულში ნასამართლევია და მან საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა 1 ნოემბერს საღამოს საათებში თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა. დაჭრილია კიდევ ერთი ქალი, რომელიც თავდამსხმელის შეკავებას ცდილობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი წარსულში ნასამართლევია და მან საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
დაჭრილი ქალები კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 118-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ოჯახის წევრის მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0