https://sputnik-georgia.com/20241102/tbilissi-binebis-gayidvebi-gaizarda-seqtembris-monacemebi-290726273.html
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა - სექტემბრის მონაცემები
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა - სექტემბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
სექტემბერში საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,244 $/კვ.მ შეადგინა, რაც 6%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ღირებულება წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა. 02.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-02T17:28+0400
2024-11-02T17:28+0400
2024-11-02T17:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24891/21/248912150_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_d9e453974b970e329f28802dbf5c88af.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა - სექტემბერში გაიყიდა 3,4 ათასი ბინა, რაც 14%-ით მეტია 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში, 2023 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები 1%-ით შემცირდა.სექტემბერში საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,244 $/კვ.მ შეადგინა, რაც 6%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ღირებულება წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.უძრავი ბაზრის მოცულობამ 278 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 23%-ით მეტია 2023 წლის სექტემბერთან და 11%-ით მეტია 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით.ჯამში, სექტემბერში 730 ახალი აშენებული ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მეტია.ძველ ბინებზე განხორციელდა 2.700 ტრანზაქცია, რაც 11%-ით ნაკლებია 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.ამ პერიოდში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში და საბურთალოზე გაიყიდა.ანალიტიკოსების მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 9%-ით შემცირდა.სექტემბერში ერთი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასმა 11,4 დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24891/21/248912150_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_770598da87be25a6f78e47bcc652001d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა - სექტემბრის მონაცემები
სექტემბერში საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,244 $/კვ.მ შეადგინა, რაც 6%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ღირებულება წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა - სექტემბერში გაიყიდა 3,4 ათასი ბინა, რაც 14%-ით მეტია 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველთვიურ
მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში, 2023 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები 1%-ით შემცირდა.
სექტემბერში საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,244 $/კვ.მ შეადგინა, რაც 6%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ღირებულება წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.
უძრავი ბაზრის მოცულობამ 278 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 23%-ით მეტია 2023 წლის სექტემბერთან და 11%-ით მეტია 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით.
ჯამში, სექტემბერში 730 ახალი აშენებული ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მეტია.
ძველ ბინებზე განხორციელდა 2.700 ტრანზაქცია, რაც 11%-ით ნაკლებია 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
ამ პერიოდში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში და საბურთალოზე გაიყიდა.
ანალიტიკოსების მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 9%-ით შემცირდა.
სექტემბერში ერთი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასმა 11,4 დოლარი შეადგინა.