https://sputnik-georgia.com/20241102/saxalxo-damcvels-ar-sjera-rom-arcevnebze-karulelebis-metodi-gamoiyenes-290727508.html
სახალხო დამცველს არ სჯერა, რომ არჩევნებზე „კარუსელების“ მეთოდი გამოიყენეს
სახალხო დამცველს არ სჯერა, რომ არჩევნებზე „კარუსელების“ მეთოდი გამოიყენეს
Sputnik საქართველო
ძნელი დასაჯერებელია, რომ „კარუსელებში“ 350 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ისინი ვერავინ შეამჩნია, მიიჩნევს იოსელიანი. 02.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-02T20:02+0400
2024-11-02T20:02+0400
2024-11-02T20:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. შეუძლებელია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მასიურად გაყალბება „კარუსელის“ მეთოდით, რა დროსაც ერთი ადამიანი ხმას ერთბაშად რამდენიმე უბანზე აძლევს, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.ომბუდსმენმა ეჭვქვეშ მოქალაქეებისთვის პირადობების მასობრივი ჩამორთმევის ვერსიაც დააყენა.„არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა. 2 თვეა ვიხვეწებით, ვინმე თუ ხართ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოგართვეს, ჩვენთან განცხადება შემოიტანეთ, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მე ვარ ის კაცი, ვისაც პირადობის მოწმობა იძულებით ჩამომართვეს“,- განაცხადა იოსელიანმა.ამასთან სახალხო დამცველი არჩევნებზე პროცედურული დარღვევების სიმრავლეს არ უარყოფს.თუმცა, მისი თქმით, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ არის, ილაპარაკოს არჩევნების ლეგიტიმაციაზე.„ვინმეს თუ აქვს მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი გამოვა და არჩევნების ლეგიტიმაციაზე ილაპარაკებს, როდესაც მას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და თუ ვინმე ვინმეს დააჯერებს, რომ ეს სახალხო დამცველმა უნდა გააკეთოს, ეს არის ტყუილი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა ფართომასშტაბიანი ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების მთვლელი აპარატების გამოყენებით. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერიფიკაციის აპარატში შემოწმდა, ხოლო ბიულეტენი ხმების დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო"), "ძლიერი საქართველო" ("ლელო საქართველოსთვის", "ხალხისთვის" "თავისუფლების მოედანი", "მოქალაქეები", "კოალიცია ცვლილებისთვის" ("ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა") და პარტია "საქართველოსთვის". მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება და წინასწარი შედეგებით დაახლოებით 54% მოიპოვა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ათავსებდნენ ბიულეტენს.არჩევნებიდან მეოთხე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის შესახებ განაცხადა და 2263 საარჩევნო უბანზე (2/3) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა.ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მოჩანდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).მოგვიანებით ცესკომ განაცხადა, რომ ბიულეტენის სწორად განთავსება სპეციალურ კონვერტში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპს. ამასთან, ცესკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, ხოლო კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მითითებები იყო.ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი
სახალხო დამცველს არ სჯერა, რომ არჩევნებზე „კარუსელების“ მეთოდი გამოიყენეს
ძნელი დასაჯერებელია, რომ „კარუსელებში“ 350 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ისინი ვერავინ შეამჩნია, მიიჩნევს იოსელიანი.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. შეუძლებელია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მასიურად გაყალბება „კარუსელის“ მეთოდით, რა დროსაც ერთი ადამიანი ხმას ერთბაშად რამდენიმე უბანზე აძლევს, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
„ძნელია საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა“, - განაცხადა იოსელიანმა.
ომბუდსმენმა ეჭვქვეშ მოქალაქეებისთვის პირადობების მასობრივი ჩამორთმევის ვერსიაც დააყენა.
„არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა. 2 თვეა ვიხვეწებით, ვინმე თუ ხართ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოგართვეს, ჩვენთან განცხადება შემოიტანეთ, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მე ვარ ის კაცი, ვისაც პირადობის მოწმობა იძულებით ჩამომართვეს“,- განაცხადა იოსელიანმა.
ამასთან სახალხო დამცველი არჩევნებზე პროცედურული დარღვევების სიმრავლეს არ უარყოფს.
„პროცედურული დარღვევები, რა თქმა უნდა, იყო. ვინ ამბობს, რომ არ იყო, აბა ამდენი საჩივარი რაზეა დაწერილი?.. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც უამრავ დარღვევაზეა საუბარი“, - განაცხადა იოსელიანმა.
თუმცა, მისი თქმით, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ არის, ილაპარაკოს არჩევნების ლეგიტიმაციაზე.
„ვინმეს თუ აქვს მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი გამოვა და არჩევნების ლეგიტიმაციაზე ილაპარაკებს, როდესაც მას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და თუ ვინმე ვინმეს დააჯერებს, რომ ეს სახალხო დამცველმა უნდა გააკეთოს, ეს არის ტყუილი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა ფართომასშტაბიანი ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების მთვლელი აპარატების გამოყენებით. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერიფიკაციის აპარატში შემოწმდა, ხოლო ბიულეტენი ხმების დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო"), "ძლიერი საქართველო" ("ლელო საქართველოსთვის", "ხალხისთვის" "თავისუფლების მოედანი", "მოქალაქეები", "კოალიცია ცვლილებისთვის" ("ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა") და პარტია "საქართველოსთვის". მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება და წინასწარი შედეგებით დაახლოებით 54% მოიპოვა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ათავსებდნენ ბიულეტენს.
არჩევნებიდან მეოთხე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის შესახებ განაცხადა და 2263 საარჩევნო უბანზე (2/3) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა.
ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მოჩანდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).
მოგვიანებით ცესკომ განაცხადა, რომ ბიულეტენის სწორად განთავსება სპეციალურ კონვერტში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპს. ამასთან, ცესკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, ხოლო კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მითითებები იყო.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.