მარტინდეილი: უკრაინას უზარმაზარი დანაკარგები აქვს

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2024
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. უკრაინელ ჯარისკაცებს უეჭველ სიკვდილზე გზავნიან, მათი დანაკარგები უზარმაზარია, განაცხადა ამერიკელმა დანიელ მარტინდეილმა, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეხმარებოდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში.
„იმ სოფლის მოსახლეობა, სადაც მე ვიყავი, ამბობდა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს უეჭველ სიკვდილზე გზავნიან და ამას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აკეთებენ. თუ ვიმსჯელებთ იმით, რასაც მე ვხედავდი, რაც ხდებოდა მეზობელ სახლებში, უკრაინას უზარმაზარი დანაკარგები აქვს“, — თქვა მარტინდეილმა მედია-ჯგუფ„როსია სეგოდნიას“ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც მან თქვა, 2024 წლის აგვისტოში უკრაინელი ქვეითთა ​​ჯგუფი ჩამოვიდა და ფრონტისკენ გაემართა. დაახლოებით ასი კაცი. ერთი თვის შემდეგ ისინი როტაციით შეცვალეს და ამ ასი ჯარისკაციდან შვიდიღა იყო დარჩენილი.
მანამდე რუსეთის ძალოვანმა სტრუქტუებმა აშშ-ის მოქალაქე დანიელ მარტინდეილი, რომელიც რუსულ არმიას ეხმარებოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიყვანეს და ჯერ დონეცკში, შემდეგ კი მოსკოვში გადაიყვანეს.
როგორც ირკვევა, მარტინდეილი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 11 თებერვლიდან იმყოფებოდა. მან თავისი ინიციატივით დაამყარა კონტაქტი რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან და ორი წლის განმავლობაში გადასცემდა მათ უკრაინის სამხედრო ობიექტების კოორდინატებს. როგორც რუსი ძალოვნები ამბობენ, ეს ინფორმაცია არაერთხელ დაეხმარა რუსულ არმიას უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურაზე, ტექნიკასა და პერსონალზე დარტყმაში.
ყველა ახალი ამბავი
0