https://sputnik-georgia.com/20241102/ruset-ukrainis-konfliqti-martindeili-290729197.html
ამერიკელი, რომელიც რუსულ არმიას ეხმარებოდა, უკრაინიდან გაიყვანეს
ამერიკელი, რომელიც რუსულ არმიას ეხმარებოდა, უკრაინიდან გაიყვანეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქალაქე დანიელ მარტინდეილი, რომელიც რუსულ არმიას ეხმარებოდა, რუსმა ძალოვნებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ... 02.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-02T15:05+0400
2024-11-02T15:05+0400
2024-11-03T08:05+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/02/290722373_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_47d071c7885bb8ad0032d83836b59c8b.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქალაქე დანიელ მარტინდეილი, რომელიც რუსულ არმიას ეხმარებოდა, რუსმა ძალოვნებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიყვანეს, იუწყება „რია ნოვოსტი.სააგენტო წერს, რომ მარტინდეილი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 11 თებერვლიდან იმყოფებოდა. მან თავისი ინიციატივით დაამყარა კონტაქტი რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან და ორი წლის განმავლობაში გადასცემდა მათ უკრაინის სამხედრო ობიექტების კოორდინატებს. როგორც რუსი ძალოვნები ამბობენ, ეს ინფორმაცია არაერთხელ დაეხმარა რუსულ არმიას უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურაზე, ტექნიკასა და პერსონალზე დარტყმაში.2024 წლის 27 ოქტომბერს რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც დონეცკის სოფელ ბოგოიავლენკის მახლობლად ასრულებდნენ დავალებას, მარტინდეილი საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გაიყვანეს და დონეცკში გადაიყვანეს.მარტინდეილის განმარტებით, 2022 წლის 11 თებერვალს ის უკრაინაში პოლონეთიდან ჩავიდა, სადაც მისიონერი იყო, რათა დონეცკში მოხვედრილიყო.მისი თქმით, მალევე გააცნობიერა, რომ რუსულ მხარესთან კოორდინირებული მოქმედება იყო საჭირო და Telegram-ის მეშვეობით დაამყარა მათთან კონტაქტი.„მჭირდებოდა გამეგო, სად იყო ფრონტის ხაზი, სად იყვნენ რუსი ჯარისკაცები. ამის თვალყურის დევნება ახალი ამბების საშუალებით დავიწყე, გადავხედე სხვადასხვა Telegram-არხებს. ვიპოვე არხი, რომელიც დონეცკის ტერიტორიულ თავდაცვის ნაწილს ეკუთვნოდა. იქ იყო ბოტი. რუსულ მხარესთან უპირატესად Telegram-ით ვკონტაქტობდი. შეტყობინებებს ძირითადად ამ ბოტის საშუალებით ვიღებდი“, — განაცხადა მარტინდეილმა.როგორც მან აღნიშნა, ამ წყაროებში ინფორმაციის თვალყურის დევნებამ და შემდგომმა ანალიზმა მას საშუალება მისცა, გარკვეულიყო კონფლიქტში და გაეგო, რა ხდებოდა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების თვალსაზრისით.მარტინდეილის აზრით, შეერთებული შტატების ამჟამინდელი ქმედებები უკრაინის კონფლიქტში — ეს არის რუსეთის შეკავების მცდელობა და თანაბარ პირობებში კონკურენციაში ხელის შეშლა. მისი თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ არის დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რომელშიც ერთი სამართლიანობისთვის იბრძვის, მეორე კი მხოლოდ მისი ფინანსური და კომერციული ინტერესების ხელშეწყობითაა დაინტერესებული.ამერიკელი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტი მაშინ დასრულდება, როცა შეერთებული შტატები გადაწყვეტს, რომ მათთვის უკრაინის მხარდაჭერა აღარ არის მომგებიანი.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/02/290722373_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_e9512490e42493a11d02d9fff44ce8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, აშშ
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქალაქე დანიელ მარტინდეილი, რომელიც რუსულ არმიას ეხმარებოდა, რუსმა ძალოვნებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიყვანეს, იუწყება
„რია ნოვოსტი. სააგენტო წერს, რომ მარტინდეილი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 11 თებერვლიდან იმყოფებოდა. მან თავისი ინიციატივით დაამყარა კონტაქტი რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან და ორი წლის განმავლობაში გადასცემდა მათ უკრაინის სამხედრო ობიექტების კოორდინატებს. როგორც რუსი ძალოვნები ამბობენ, ეს ინფორმაცია არაერთხელ დაეხმარა რუსულ არმიას უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურაზე, ტექნიკასა და პერსონალზე დარტყმაში.
2024 წლის 27 ოქტომბერს რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც დონეცკის სოფელ ბოგოიავლენკის მახლობლად ასრულებდნენ დავალებას, მარტინდეილი საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გაიყვანეს და დონეცკში გადაიყვანეს.
მარტინდეილის განმარტებით, 2022 წლის 11 თებერვალს ის უკრაინაში პოლონეთიდან ჩავიდა, სადაც მისიონერი იყო, რათა დონეცკში მოხვედრილიყო.
„პოლონეთში ომამდე ორი წლით ადრე ჩავედი. მისიონერი ვიყავი. თვალს ვადევნებდი დასავლური მედიის ინფორმაციებს და მივხვდი, რომ უკრაინაში დიდი ალბათობით დაიწყებოდა ომი. <...> რუსეთში წასვლა ისედაც დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა და მივხვდი, რომ ეს სწორედ მომენტი იყო, რომელსაც ველოდი“, — თქვა ამერიკელმა.
მისი თქმით, მალევე გააცნობიერა, რომ რუსულ მხარესთან კოორდინირებული მოქმედება იყო საჭირო და Telegram-ის მეშვეობით დაამყარა მათთან კონტაქტი.
„მჭირდებოდა გამეგო, სად იყო ფრონტის ხაზი, სად იყვნენ რუსი ჯარისკაცები. ამის თვალყურის დევნება ახალი ამბების საშუალებით დავიწყე, გადავხედე სხვადასხვა Telegram-არხებს. ვიპოვე არხი, რომელიც დონეცკის ტერიტორიულ თავდაცვის ნაწილს ეკუთვნოდა. იქ იყო ბოტი. რუსულ მხარესთან უპირატესად Telegram-ით ვკონტაქტობდი. შეტყობინებებს ძირითადად ამ ბოტის საშუალებით ვიღებდი“, — განაცხადა მარტინდეილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ წყაროებში ინფორმაციის თვალყურის დევნებამ და შემდგომმა ანალიზმა მას საშუალება მისცა, გარკვეულიყო კონფლიქტში და გაეგო, რა ხდებოდა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების თვალსაზრისით.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის სიცოცხლე შემენარჩუნებინა და უკრაინაში რუსებისთვის გარკვეული მომავალი უზრუნველმეყო. ვისურვებდი, რომ ეს საქმიანობა გამეგრძელებინა“, — ამბობს ამერიკელი.
მარტინდეილის აზრით, შეერთებული შტატების ამჟამინდელი ქმედებები უკრაინის კონფლიქტში — ეს არის რუსეთის შეკავების მცდელობა და თანაბარ პირობებში კონკურენციაში ხელის შეშლა. მისი თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ არის დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რომელშიც ერთი სამართლიანობისთვის იბრძვის, მეორე კი მხოლოდ მისი ფინანსური და კომერციული ინტერესების ხელშეწყობითაა დაინტერესებული.
ამერიკელი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტი მაშინ დასრულდება, როცა შეერთებული შტატები გადაწყვეტს, რომ მათთვის უკრაინის მხარდაჭერა აღარ არის მომგებიანი.