როგორ შეიცვლება ლარის კურსი - ანალიტიკოსების პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2024
გამოწერა
სექტემბერში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ვალუტის შესყიდვის თემა ისტორიულად მაღალ დონეზე იყო, ნათქვამია ანგარიშში
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის კურსი იქნება მერყევი 2024 წლის ბოლომდე, ხოლო 2025 წლის დასაწყისში 2,7-2,8 ნიშნულებს შორის იმერყევებს, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია TBC Capital-ის ანგარიშში.
ლარის კურსის მხრივ, იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვის მაჩვენებელი სექტემბერში ისტორიულად მაღალ დონეზეა, ხოლო ოქტომბერში, რომლის მონაცემებიც ჯერ არაა ხელმისაწვდომი, სექტემბერთან შედარებითაც კი მნიშვნელოვან მატებას ჰქონდა ადგილი.
„ლარის კურსის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს სამი ფაქტორი: დაბალი ინფლაცია, საშუალოვადიან პერიოდში დოლარის შესუსტების ალბათობა და ლარსა და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების შემოსავლიანობას შორის სხვაობის ზრდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 1 ნოემბრისთვის 2,7427 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
ლარის სტაბილური კურსის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი რეზერვებს ხარჯავს. წელს მარეგულირებელმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა.
ეროვნულ ბანკში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მაკროეკონომიკური საფუძვლები მყარი რჩება. გასული სამი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ინფლაცია 2023 წლიდან 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0