https://sputnik-georgia.com/20241102/raze-xarjaven-fuls-ucxoelebi-saqartvelosi-axali-statistika-290727147.html
რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ჩამოსული უცხოელის ხარჯებმა ერთ ვიზიტზე 2426 ლარი შეადგინა. 02.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-02T18:49+0400
2024-11-02T18:49+0400
2024-11-02T18:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280826607_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_af31232145604e80f89f5d10b1f2ca2d.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში უცხოელებმა მთლიანობაში 5,7 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 18,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.უწყების ცნობით, თანხის დიდი ნაწილი განთავსებაზე, საკვებსა და სასმელზე დაიხარჯა.საანგარიშო პერიოდში უცხოელის ხარჯები საქართველოში ერთ მოგზაურობაზე 15,2%-ით გაიზარდა 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით და 2426 ლარი შეადგინა.2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს 2,8 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2,5%-ით მეტია.ამასთან, 15 წელს ზემოთ პირების ვიზიტების რაოდენობამ 2,4 მლნ შეადგინა, რაც 2,5%-ით მეტია 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,9 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით 8,3%-ით მეტია.მესამე კვარტალში ტურისტების უმეტესობა აჭარას და თბილისს ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 6,2 ღამე გაათენეს.ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 496 ათასი, რაც მთლიანი ვიზიტორების 24,6%-ია. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 17,4% ) და სომხეთი (13,1%).უცხოელებმა რუსეთიდან 583,5 ათასი ვიზიტი შეასრულეს, თურქეთიდან – 436,3 ათასი, სომხეთიდან – 344,6 ათასი ვიზიტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280826607_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_bec3e19a438b440150dbf1a989c26430.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ჩამოსული უცხოელის ხარჯებმა ერთ ვიზიტზე 2426 ლარი შეადგინა.
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში უცხოელებმა მთლიანობაში 5,7 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 18,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, თანხის დიდი ნაწილი განთავსებაზე, საკვებსა და სასმელზე დაიხარჯა.
საანგარიშო პერიოდში უცხოელის ხარჯები საქართველოში ერთ მოგზაურობაზე 15,2%-ით გაიზარდა 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით და 2426 ლარი შეადგინა.
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს 2,8 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2,5%-ით მეტია.
ამასთან, 15 წელს ზემოთ პირების ვიზიტების რაოდენობამ 2,4 მლნ შეადგინა, რაც 2,5%-ით მეტია 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,9 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით 8,3%-ით მეტია.
მესამე კვარტალში ტურისტების უმეტესობა აჭარას და თბილისს ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 6,2 ღამე გაათენეს.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 496 ათასი, რაც მთლიანი ვიზიტორების 24,6%-ია. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 17,4% ) და სომხეთი (13,1%).
უცხოელებმა რუსეთიდან 583,5 ათასი ვიზიტი შეასრულეს, თურქეთიდან – 436,3 ათასი, სომხეთიდან – 344,6 ათასი ვიზიტი.