მარტინდეილი: უკრაინა არ ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2024
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. კიევის რეჟიმი არ ზრუნავს უკრაინის მოსახლეობაზე, ამბობს ამერიკელი დანიელ მარტინდეილი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეხმარებოდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში.
მედია-ჯგუფ„როსია სეგოდნიას“ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე მარტინდეილმა თქვა, რომ უკრაინელები მუდმივ ღალატს განიცდიან, იბრძვიან თავიანთი უსაფრთხოებისთვის და უბრალოდ გადარჩენას ცდილობენ.
„არავის აინტერესებს მათი კეთილდღეობა", - თქვა მან
მანამდე რუსეთის ძალოვანმა სტრუქტუებმა აშშ-ის მოქალაქე დანიელ მარტინდეილი, რომელიც რუსულ არმიას ეხმარებოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიყვანეს და ჯერ დონეცკში, შემდეგ კი მოსკოვში გადაიყვანეს.
როგორც ირკვევა, მარტინდეილი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 11 თებერვლიდან იმყოფებოდა. მან თავისი ინიციატივით დაამყარა კონტაქტი რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან და ორი წლის განმავლობაში გადასცემდა მათ უკრაინის სამხედრო ობიექტების კოორდინატებს. როგორც რუსი ძალოვნები ამბობენ, ეს ინფორმაცია არაერთხელ დაეხმარა რუსულ არმიას უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურაზე, ტექნიკასა და პერსონალზე დარტყმაში.
ყველა ახალი ამბავი
0