საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 3,5 მილიარდ დოლარს უახლოვდება

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2024
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს — 647,7 მილიონი აშშ დოლარი.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,46 მლრდ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 58% შეადგინა, ამასთან 2022 წლის შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობის პიკი იყო.
ეროვნული ბანკის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2024 წლის სამ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი 6,5%-ით გაიზარდა.
ვინ ხარჯავს ფულს
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს — 647,7 მილიონი აშშ დოლარი.
რამდენი დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში

ქვეყანა

დანახარჯი, მლნ დოლარი

ვიზიტების რაოდენობა

რუსეთი

647,7

1 111 004

თურქეთი

478,2

1 060 285

ევროკავშირი

456,5

348 329

ისრაელი

322,5

229 739

აზერბაიჯანი

127,2

163 207

მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი შემცირდა 15,6%-ით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან 4,2%-ით შემცირდა, თურქეთის მოქალაქეებისგან კი 1,2%-ით გაიზარდა.
ვიზიტები საქართველოში
საქართველოში 2024 წლის იანვარი-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,1%-ით გაიზარდა და 5,8 მილიონი შეადგინა.
ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან ტურისტული იყო 3,7 მილიონი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9,2%-ით მეტია.
2024 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში
პანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავალი საოცრად დაბალ ნიშნულზე, 427,7 მილიონ დოლარამდე დაეცა 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.
ტურიზმმა 2021 წელს საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს შემოსავალებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ დონეს.
ყველა ახალი ამბავი
0