https://sputnik-georgia.com/20241101/saqartvelos-ekonomika-zrdas-ganagrzobs-seqtembris-monacemebi-290698236.html
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს: სექტემბრის მონაცემები
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს: სექტემბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და... 01.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-01T14:28+0400
2024-11-01T14:28+0400
2024-11-01T14:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/64/238916435_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_ff6c8ad814d9e28f0d899225fc77ce2a.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. 2024 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის სექტემბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,3% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.იანვარ-სექტემბერში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,8% შეადგინა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.რა გაიზარდა და რამდენით2024 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ექსპორტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,1%-ით, იმპორტი კი 3,6%-ით გაიზარდა.გასულ თვეში ქვეყანაში 6,4 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 4,6%-ით მეტია გასული წლის სექტემბერთან შედარებით.„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 11,6%-ით გაიზარდა და 13,9 მლრდ ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.თოდრაძის თქმით, სამშენებლო სექტორში ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა- ნაგებობების მშენებლობის მოცულობასთან, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან: გზების, ხიდების და გვირაბების. 2024 წლის სექტემბერში სამშენებლო მასალების იმპორტი გაიზარდა დაახლოებით 32%-ით, მათ შორის ცემენტისა და კლინკერის იმპორტი 70%-ით გაიზარდა.ფინანსური და სადაზღვევო სექტორის ზრდა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდამ განაპირობა.ტრანსპორტისა და სასაწყობე სექტორის ზრდა განპირობებული იყო საჰაერო ტრანსპორტის, ასევე სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის მუშაობით. გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შესაბამისად, გაიზარდა ტვირთების სატრანსპორტო დამუშავების მაჩვენებლები.ვაჭრობის სფეროში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცალო ვაჭრობის, საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის ზრდასთან. ასევე გაიზარდა სამშენებლო მასალებითა და საწვავით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.გარდა ამისა, უძრავი ქონების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო როგორც საკუთარი, ასევე იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობებისა და ნაგებობების გაქირავებასა და მართვასთან.თოდრაძის თქმით, საინფორმაციო და კომუნიკაციების სექტორის ზრდა დაკავშირებულია კომპიუტერული პროგრამების შექმნასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ზრდასთან, ასევე საინფორმაციო სამსახურებისა და სატელეკომუნიკაციო სერვისების მოცულობის ზრდასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/64/238916435_0:0:1777:1333_1920x0_80_0_0_be08ba83b26f84bf1b7364a637a050b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს: სექტემბრის მონაცემები
2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე ვაჭრობა.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. 2024 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის სექტემბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,3% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
იანვარ-სექტემბერში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,8% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.
2024 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ექსპორტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,1%-ით, იმპორტი კი 3,6%-ით გაიზარდა.
გასულ თვეში ქვეყანაში 6,4 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 4,6%-ით მეტია გასული წლის სექტემბერთან შედარებით.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 11,6%-ით გაიზარდა და 13,9 მლრდ ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, სამშენებლო სექტორში ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა- ნაგებობების მშენებლობის მოცულობასთან, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან: გზების, ხიდების და გვირაბების. 2024 წლის სექტემბერში სამშენებლო მასალების იმპორტი გაიზარდა დაახლოებით 32%-ით, მათ შორის ცემენტისა და კლინკერის იმპორტი 70%-ით გაიზარდა.
ფინანსური და სადაზღვევო სექტორის ზრდა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდამ განაპირობა.
ტრანსპორტისა და სასაწყობე სექტორის ზრდა განპირობებული იყო საჰაერო ტრანსპორტის, ასევე სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის მუშაობით. გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შესაბამისად, გაიზარდა ტვირთების სატრანსპორტო დამუშავების მაჩვენებლები.
ვაჭრობის სფეროში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცალო ვაჭრობის, საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის ზრდასთან. ასევე გაიზარდა სამშენებლო მასალებითა და საწვავით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
გარდა ამისა, უძრავი ქონების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო როგორც საკუთარი, ასევე იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობებისა და ნაგებობების გაქირავებასა და მართვასთან.
თოდრაძის თქმით, საინფორმაციო და კომუნიკაციების სექტორის ზრდა დაკავშირებულია კომპიუტერული პროგრამების შექმნასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ზრდასთან, ასევე საინფორმაციო სამსახურებისა და სატელეკომუნიკაციო სერვისების მოცულობის ზრდასთან.