მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

© AP Photo / Alejandro Granadilloწყალდიდობის შედეგები
წყალდიდობის შედეგები - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2024
გამოწერა
ესპანეთის მთავრობამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ესპანეთში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 158 ადამიანი დაიღუპა, იტყობინება პარასკევს სააგენტო EFE.
„ვალენსიაში ქარიშხალ DANA-ს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა", - წერს გამოცემა.
გარდა ამისა, ორი ადამიანი დაიღუპა კასტილია-ლა-მანჩას რეგიონში, კიდევ ერთი - ანდალუსიაში.
ძლიერმა წვიმამ ესპანეთს სამშაბათს, 29 ოქტომბერს დაატყდა თავს. ყველაზე მეტად ვალენსიის ავტონომიური რეგიონი დაზარალდა. ფაქტობრივად, რეგიონში ყველაზე დიდი მოცულობის ნალექი დაფიქსირდა 1966 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ტავერნეს დე ლა ვალის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა 520 ლიტრი კვადრატულ მეტრზე. სამშაბათს ღამით კვადრატულ მეტრზე 445,4 ლიტრი ნალექი მოვიდა.
ესპანეთის მთავრობამ წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულებზე სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
სტიქიამ მასშტაბური ზიანი მიაყენა ვალენსიის საგზაო ინფრასტრუქტურას. შედეგად დაიხურა 60-ზე მეტი გზა, მათ შორის A-3 და A-7 მაგისტრალები, ისევე როგორც უამრავი მეორეხარისხოვანი გზა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგანგებო სიტუაციების სამხედრო დანაყოფმა 1000-ზე მეტი ჯარისკაცი შეიყვანა ვალენსიაში, რათა საგანგებო სამსახურებთან ერთად სტიქიის აღმოფხვრაზე იმუშაონ.
ყველა ახალი ამბავი
0