https://sputnik-georgia.com/20241101/erovnul-botanikur-barsi-yvavilebis-gamofena-gaimarteba-290701299.html
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
Sputnik საქართველო
გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნებასთან ერთად თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატები და ხელნაკეთი ნივთები დახვდება. 01.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-01T18:14+0400
2024-11-01T18:14+0400
2024-11-01T18:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/51/247105152_0:30:3536:2019_1920x0_80_0_0_ec3080f31a6666bcb5dfe713767c8bab.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციადქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, ასევე თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.მერიის ცნობით, ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ასევე ელოდებათ ეკო-შემეცნებითი პროგრამები, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნება.„ყვავილების გამოფენაზე“ გაიმართება ასევე თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საშემოდგომო გვირგვინების, ლენტებით ქარგვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასი.ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/51/247105152_403:0:3134:2048_1920x0_80_0_0_ddbba5ac7da552f7c6e2aab4ad44788a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნებასთან ერთად თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატები და ხელნაკეთი ნივთები დახვდება.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციადქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, ასევე თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
მერიის ცნობით, ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ასევე ელოდებათ ეკო-შემეცნებითი პროგრამები, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.
დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნება.
„ყვავილების გამოფენაზე“ გაიმართება ასევე თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საშემოდგომო გვირგვინების, ლენტებით ქარგვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასი.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.