უეფას ერთა ლიგა: საქართველო-უკრაინის მატჩზე ყველა ბილეთი ერთ საათში გაიყიდა

© photo: Sputnik / ბათუმის სტადიონი
ბათუმის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2024
გამოწერა
უეფას ერთა ლიგის მატჩი საქართველო-უკრაინას შორის 16 ნოემბერს „ბათუმი არენაზე“ გაიმართება.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის მატჩის ყველა ბილეთი ერთ საათში გაიყიდა.
უეფას ერთა ლიგის მატჩი საქართველო-უკრაინას შორის 16 ნოემბერს „ბათუმი არენაზე“ გაიმართება. ბილეთების გაყიდვა დაიწყო 31 ოქტომბერს 12:00 საათზე ვებგვერდზე tkt.ge. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეეძლო.
საქართველომ პირველი მატჩი სტუმრად უკრაინასთან ანგარიშით 1:0 წააგო.
ჯგუფის ფინალური მატჩი ჩეხეთის ნაკრებთან 19 ნოემბერს ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 1 ნოემბერს 12:00 საათზე ვებგვერდზე tkt.ge. საქართველოს ნაკრებმა თბილისში ჩეხებთან პირველი შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა ლიდერობა B1 ჯგუფში უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებებთან დამარცხების შემდეგ დაკარგა. ოთხი ტურის შედეგებით, საქართველო ექვსი ქულით მეორე ადგილზეა კვარტეტში. პირველ ადგილზე ჩეხეთია (7 ქულა), ალბანეთი მესამეზეა (6 ქულა), ბოლოზე კი უკრაინაა (4 ქულა).
ყველა ახალი ამბავი
0