შვედეთის ელჩი უნგრეთის საგარეო უწყებაში საქართველოზე ორბანის განცხადებების გამო დაიბარეს

© AP Photo / Valentina Petrovaპიტერ სიიარტო
პიტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2024
გამოწერა
შვედეთის პრემიერის განცხადება უნგრეთის მთავრობისთვის შეურაცხმყოფელია, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
თბილისი, 31ოქტომბერი – Sputnik. შვედეთის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებების გამო დაიბარეს, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტსა და ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შეფასებას ეხებოდა, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში სავარაუდოდ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე გაემგზავრა. მისი თქმით, ორბანის განცხადება, რომ საქართველოში არჩევნები იყო „თავისუფალი და დემოკრატიული“, ევროპის ქვეყნების სახელით არ გაკეთებულა.
„ჩვენი პოზიციის განსამარტავად შვედეთის ელჩი გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარეთ და ვთხოვეთ, რომ მომავალში შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ახლახან ჩამოვიდა და აქ და გვთხოვა, რომ შვედეთის ნატოსთვის გაწევრიანებისთვის მხარი დაგვეჭირა, თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან“, - დასძინა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, შვედეთის პრემიერის განცხადება შეურაცხმყოფელია უნგრეთის მთავრობისთვის.
„ეს არის განცხადება, რომელიც ჩვენ უკიდურესად შეურაცხგვყოფს და ჩვენ ძალიან ის მტკიცედ უნდა უარვჰყოთ“, - განაცხადა სიიარტომ.
მისი თქმით, უნგრეთის ხელისუფლება არავისგან ითმენს და არავის მისცემს უფლებას ეჭვქვეშ დააყენოს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება მხოლოდ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
მისი თქმით, კრისტერსონის ბრალდება „საზღვრებს ისე სცილდება, რომ აუცილებელია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება“.
ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 28-29 ოქტომბერს საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელი პეტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიჰალი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მათე და სხვა ოფიციალური პირები.
ორბანის საქართველოში ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამ ვიზიტის დროს ის ევროკავშირს არ წარმოადგენს.
უნგრეთის მიერ ექვსი თვით როტაციის წესით მიღებული თავმჯდომარეობა ევროკავშირის საბჭოში არ აძლევს ორბანს უფლებამოსილებებს საგარეო პოლიტიკაში, თქვა ბორელმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნამ დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0