https://sputnik-georgia.com/20241031/saeklesio-kalendari-31-oqtomberi-290681529.html
საეკლესიო კალენდარი: 31 ოქტომბერი
საეკლესიო კალენდარი: 31 ოქტომბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 ოქტომბერს ლუკა მახარობლის, მოწამე მარინის და ღირსი იულიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. 31.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-31T09:00+0400
2024-10-31T09:00+0400
2024-10-31T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23118/96/231189671_0:158:3008:1850_1920x0_80_0_0_52b4b536f342a2ecc98608cce9727c93.jpg
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.ლუკა მახარობელიწმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ ესმა, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და აქ თავად უფლისგან ეზიარა მაცხოვნებელ სწავლებას. ჯერ კიდევ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს წმიდა ლუკა, როგორც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი, უფლის მიერ ცათა სასუფევლის შესახებ პირველი ქადაგებისთვის გაიგზავნა აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ემაუსში მიმავალ ლუკას და კლეოპას გამოეცხადა.ლუკა თან გაჰყვა წმიდა მოციქულ პავლეს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს არ განშორებიან. უფლის რჩეული პავლეს გვერდით დარჩა მაშინაც, როცა იგი ყველა თანაშემწემ მიატოვა. მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ რომი დატოვა და ქადაგებით მოიარა აქაია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა; ამქვეყნიური ცხოვრება მან მოწამეობრივი ღვაწლით დაასრულა ქალაქ თებეში.გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა ღვთისმშობლის პირველი ხატების დამწერიცაა. „მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა!“ - უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს თავისი წმიდა გამოსახულების ხილვისას. გადმოცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელთან აკავშირებს. წმიდა მოციქულს ეკუთვნის თავთა მოციქულთა - პეტრეს და პავლეს ხატებიც.სახარება ლუკას 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია რომში. როგორც თვითონვე გვამცნობს პირველივე მუხლებში, მისი მიზანი ყოფილა, უფრო სრულად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღეწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი და ამით ქრისტიანული სასოებისათვის მტკიცე ისტორიული საფუძველი დაედო.ლუკა მახარებელს ეკუთვნის „საქმე მოციქულთა“. იგი ოთხთავის გაგრძელებაა და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. როგორც უდიდეს საეკლესიო მოვლენას, თხრობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოციქულთა კრებას (51 წ. ქრისტეს შემდეგ), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი დამოუკიდებელი გავრცელების საწინდარი შეიქნა.წმიდა მოწამე მარინიწმიდა მოწამე მარინი ბერი იყო. იგი დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ქალაქ ანაზარვში. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობის ჟამს მარინი ქალაქ ტარსოსში სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისთვის, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.ღირსი იულიანეღირსი იულიანე მეუდაბნოე მესოპოტამიაში მოღვაწეობდა. მდინარე ევფრატის ნაპირას. წმიდა ცხოვრებისათვის მას უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. ნეტარმა სიკვდილისაგან იხსნა ქვრივი ქალის ჭაში ჩავარდნილი ერთადერთი ძე: მისი ლოცვით, ყრმა მაშველის მოსვლამდე წყალში იდგა და არ იძირებოდა.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20241030/saeklesio-kalendari-30-oqtomberi-290653087.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23118/96/231189671_166:0:2842:2007_1920x0_80_0_0_b773d0565e07b16fed4becbee20c4322.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 31 ოქტომბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 ოქტომბერს ლუკა მახარობლის, მოწამე მარინის და ღირსი იულიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ ესმა, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და აქ თავად უფლისგან ეზიარა მაცხოვნებელ სწავლებას. ჯერ კიდევ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს წმიდა ლუკა, როგორც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი, უფლის მიერ ცათა სასუფევლის შესახებ პირველი ქადაგებისთვის გაიგზავნა აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ემაუსში მიმავალ ლუკას და კლეოპას გამოეცხადა.
ლუკა თან გაჰყვა წმიდა მოციქულ პავლეს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს არ განშორებიან. უფლის რჩეული პავლეს გვერდით დარჩა მაშინაც, როცა იგი ყველა თანაშემწემ მიატოვა. მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ რომი დატოვა და ქადაგებით მოიარა აქაია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა; ამქვეყნიური ცხოვრება მან მოწამეობრივი ღვაწლით დაასრულა ქალაქ თებეში.
გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა ღვთისმშობლის პირველი ხატების დამწერიცაა. „მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა!“ - უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს თავისი წმიდა გამოსახულების ხილვისას. გადმოცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელთან აკავშირებს. წმიდა მოციქულს ეკუთვნის თავთა მოციქულთა - პეტრეს და პავლეს ხატებიც.
სახარება ლუკას 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია რომში. როგორც თვითონვე გვამცნობს პირველივე მუხლებში, მისი მიზანი ყოფილა, უფრო სრულად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღეწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი და ამით ქრისტიანული სასოებისათვის მტკიცე ისტორიული საფუძველი დაედო.
ლუკა მახარებელს ეკუთვნის „საქმე მოციქულთა“. იგი ოთხთავის გაგრძელებაა და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. როგორც უდიდეს საეკლესიო მოვლენას, თხრობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოციქულთა კრებას (51 წ. ქრისტეს შემდეგ), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი დამოუკიდებელი გავრცელების საწინდარი შეიქნა.
წმიდა მოწამე მარინი ბერი იყო. იგი დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ქალაქ ანაზარვში. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობის ჟამს მარინი ქალაქ ტარსოსში სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისთვის, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
ღირსი იულიანე მეუდაბნოე მესოპოტამიაში მოღვაწეობდა. მდინარე ევფრატის ნაპირას. წმიდა ცხოვრებისათვის მას უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. ნეტარმა სიკვდილისაგან იხსნა ქვრივი ქალის ჭაში ჩავარდნილი ერთადერთი ძე: მისი ლოცვით, ყრმა მაშველის მოსვლამდე წყალში იდგა და არ იძირებოდა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით