მოსაზრება: მობილური არმაგედონი აგრესორისათვის

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2024
გამოწერა
სუვერენიტეტისა და სტრატეგიული უსაფრთხოების საიმედოდ დასაცავად, 29 ოქტომბერს რუსეთში ჩატარდა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სტრატეგიული ძალების შეკავების წვრთნები. რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით განხორციელდა ამოცანების დამუშავება, რომლებიც მოიცავდა „სტრატეგიული შეტევითი ძალების მასიური ბირთვული დარტყმის განხორციელებას მტრის ბირთვულ დარტყმაზე საპასუხოდ“.
კოსმოდრომიდან „პლესეცკი“ წარმატებით განხორციელდა 5800 კმ სიშორეზე მეხუთე თაობის ბალისტიკური რაკეტა РС-24 „იარსის“ გაშვება, რომელიც მოხვდა პოლიგონზე „კურაში“ (კამჩატკა). РС-24-ის მობილური დანადგარები უზრუნველყოფენ რაკეტების მაღალ სიცოცხლისუნარიანობას საბრძოლო პირობებში და მიზნების დაზუსტებას 12000 კმ-ზე (ნებისმიერ ნატოს წევრ ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკის ჩათვლით).
ბარენცის ზღვაში სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული სარაკეტო წყალქვეშა კრეისერიდან (РПКСН) „ნოვომოსკოვსკი“ განხორციელდა МБР „სინევას“ გაშვება, რომელიც საზღვაო სარაკეტო ტექნოლოგიების შედევრადაა აღიარებული.
ოხოტის ზღვაში „კნიაზ ოლეგის“ წყალქვეშა კრეისერიდან მოხდა МБР „ბულავას“ გაშვება, რომელიც 10000 კმ-ს ფარავს. „ბულავა“ 16-დან 20-მდე ბირთვულ ქობინს ატარებს და უზრუნველყოფს სტრატეგიულ უპირატესობას.
წვრთნებში მონაწილეობა მიიღეს Ту-95МС თვითმფრინავებმა, რომლებიც ფრთოსანი რაკეტების გაშვებებს ასრულებდნენ. სავარაუდოდ, ეს იყო Х-101 ან Х-102 რაკეტები, რომელთა სიშორე 5500-დან 10000 კმ-მდე მერყეობს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სექტემბრის ბოლოს შესთავაზა უშიშროების საბჭოს ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარის დაწევა, რაც „ბირთვული პასუხის“ ლეგალიზაციას გულისხმობს დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ „სხვა ქვეყნების ხელით“ იბრძვიან.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ დასავლური შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენება, თითქოს და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის, აშშ-სა და ნატოს ომში პირდაპირ ჩართულობას ნიშნავს. რუსეთის პრეზიდენტმა დააზუსტა სიტუაციები და მიზნები, რომლებზეც შეიძლება ბირთვული პასუხი „უკრაინის შეიარაღებული ძალების ზურგს უკან“ დამალულ აგრესორს გაეცეს.
რუსეთის ბირთვული დოქტრინის პრინციპების კორექტირება მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს და პრაქტიკულ ასპექტებზეა ორიენტირებული.
29 ოქტომბერს პენტაგონისა და ნატოს სტრატეგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეცნოთ პუტინის ახალი დოქტრინა და რუსული ტექნოლოგიები, რომლებიც „სტრატეგიული შეტევითი ძალების მიერ მასიური ბირთვული დარტყმის განხორციელებას“ ითვალისწინებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0