https://sputnik-georgia.com/20241031/an-daamtkicos-arcevnebis-gayalbeba-an-ariaros-rom-woraobda-papuasvili-prezidentze-290690141.html
ან დაამტკიცოს არჩევნების გაყალბება, ან აღიაროს რომ ჭორაობდა - პაპუაშვილი პრეზიდენტზე
ან დაამტკიცოს არჩევნების გაყალბება, ან აღიაროს რომ ჭორაობდა - პაპუაშვილი პრეზიდენტზე
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი. 31.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-31T18:32+0400
2024-10-31T18:32+0400
2024-10-31T18:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290569061_0:0:800:451_1920x0_80_0_0_1b08f601ce1d22c01ded4a6668d880b2.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარმოადგინოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ან თქვას, რომ ჭორაობდა საერთაშორისო მედიის წინაშე და ძირს უთხრიდა ხალხის რეპუტაციას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაყალბების შესახებ მტკიცებითი ფორმით განაცხადა.„ეს ხომ არ არის რაღაც ზოგადი განცხადება „ვფიქრობ რომ იყო დარღვევები არჩევნების დროს“ - თქვა პირდაპირ კონკრეტული ბრალი, კონკრეტულად რა არის გაკეთებული, რომ ერთი პირადობით 17-ჯერ იყო ხმა მიცემული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზურაბიშვილის განცხადება პროკურატურაში მის დაბარებასთან დაკავშირებით მიუთითებს იმაზე, რომ ის არ ერკვევა ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებში.30 ოქტომბერს ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოს თავად უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, როგორც ეს ყველა „ნებისმიერი ნორმალურ ქვეყანაში“ ხდება.საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ცესკოში აღნიშნეს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებმა, რომელსაც აკეთებენ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები, მასშტაბურ ხასიათი მიიღო.ზურაბიშვილის მსგავსად, პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი მის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც განაცხადეს.ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაცია.საქართველოს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო"), "ძლიერი საქართველო" ("ლელო საქართველოსთვის", "ხალხისთვის" "თავისუფლების მოედანი", "მოქალაქეები", "კოალიცია ცვლილებისთვის" ("ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა") და პარტია "საქართველოსთვის".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290569061_0:96:672:600_1920x0_80_0_0_7b4201aa973559cce2f70dc5dbbf36c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ან დაამტკიცოს არჩევნების გაყალბება, ან აღიაროს რომ ჭორაობდა - პაპუაშვილი პრეზიდენტზე
ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარმოადგინოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ან თქვას, რომ ჭორაობდა საერთაშორისო მედიის წინაშე და ძირს უთხრიდა ხალხის რეპუტაციას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
„ან თქვას, რომ ის ჭორაობდა და ამ ჭორაობით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაყალბების შესახებ მტკიცებითი ფორმით განაცხადა.
„ეს ხომ არ არის რაღაც ზოგადი განცხადება „ვფიქრობ რომ იყო დარღვევები არჩევნების დროს“ - თქვა პირდაპირ კონკრეტული ბრალი, კონკრეტულად რა არის გაკეთებული, რომ ერთი პირადობით 17-ჯერ იყო ხმა მიცემული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზურაბიშვილის განცხადება პროკურატურაში მის დაბარებასთან დაკავშირებით მიუთითებს იმაზე, რომ ის არ ერკვევა ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებში.
30 ოქტომბერს ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოს თავად უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, როგორც ეს ყველა „ნებისმიერი ნორმალურ ქვეყანაში“ ხდება.
საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ცესკოში აღნიშნეს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებმა, რომელსაც აკეთებენ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები, მასშტაბურ ხასიათი მიიღო.
ზურაბიშვილის მსგავსად, პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი მის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც განაცხადეს.
ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაცია.
საქართველოს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო"), "ძლიერი საქართველო" ("ლელო საქართველოსთვის", "ხალხისთვის" "თავისუფლების მოედანი", "მოქალაქეები", "კოალიცია ცვლილებისთვის" ("ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა") და პარტია "საქართველოსთვის".