17 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „ნიუკასლთან“ კონტრაქტი გააფორმა

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2024
გამოწერა
ვახტანგ სალიამ მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ინგლისის „ნიუკასლ იუნაიტედმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 17 წლის თავდამსხმელი „დინამოდან“ ვახტანგ სალია ინგლისური გუნდის რიგებს შეუერთდა.
„ჩვენ დავასრულეთ თბილისის „დინამოს“ მაღალი კლასის ქართველ თავდამსხმელთან კონტრაქტის გაფორმება. ის ოფიციალურად შეუერთდება ჩვენს კლუბს აგვისტოში, როცა 18 წლის გახდება, მანამდე კი „დინამოში“ ითამაშებს“, - განაცხადეს კლუბში.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება „ნიუკასლ იუნაიტედში“, ვახტანგ!“, – ნათქვამია ინგლისური კლუბის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
17 წლის ვახტანგ სალიამ მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ნიუკასლში“ თამაშობდნენ ისეთი ქართველი ფეხბურთელები, როგორც თემურ ქეცბაია (78 მატჩი და 8 გოლი) და ზურაბ ხიზანიშვილი (შვიდი მატჩი). გასულ სეზონში „ნიუკასლმა“ ინგლისის პრემიერ-ლიგაში მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0