ერთა ლიგა: ნოემბრის მატჩზებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

© Courtesy of Nakrebiსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2024
გამოწერა
ერთ გულშემატკივარს ორი ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების უეფას ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს დაიწყება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეხუთე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ 16 ნოემბერს, „ბათუმი არენაზე“ გამართავს.
ბილეთები TKT.GE-ზე 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეეძლება.
საქართველოს ნაკრებმა უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებებთან დამარცხების შემდეგ B1 ჯგუფში ლიდერობა დაკარგა. ოთხი ტურის შედეგებით, საქართველო ექვსი ქულით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე ჩეხეთია (7 ქულა), ალბანეთი მესამეზე ადგილზე (6 ქულა), უკრაინა (4 ქულა) კი ბოლო ადგილზეა.
უკრაინასთან გასვლით პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ანგარიშით 1:0 დამარცხდა.
ჯგუფის ფინალური მატჩი ჩეხეთის ნაკრებთან 19 ნოემბერს ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 1 ნოემბერს, 12:00 საათზე, ვებგვერდზე tkt.ge. საქართველოს ნაკრებმა თბილისში ჩეხებთან პირველი შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 მოიგო.
ქართველი გულშემატკივართათვის ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ზე დაიწყება. მატჩის ბილეთის ფასი იქნება 13 ევროს ეკვივალენტი ლარში. თითოეულ გილშემატკივარს მატჩზე მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
ჩეხეთის ნაკრებთან გამართული პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა -4:1.
ყველა ახალი ამბავი
0