https://sputnik-georgia.com/20241030/mtavroba-mxars-uchers-erovnuli-bankis-politikas-290663612.html
მთავრობა მხარს უჭერს სებ-ის პოლიტიკას სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიმართულებით
მთავრობა მხარს უჭერს სებ-ის პოლიტიკას სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიმართულებით
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა. 30.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-30T11:49+0400
2024-10-30T11:49+0400
2024-10-30T11:49+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/277999948_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_3a8dfb20d3161cb01204d1bd9bc6e77c.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობა სრულად უჭერს მხარს ეროვნული ბანკის რეზერვების დახარჯვის პოლიტიკას ეროვნული ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.ეროვნულმა ბანკმა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ძლიერი გავლენის გამო და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე სავალუტო აუქციონი ჩაატარა.მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა გაურკვევლობის პირობებში სწორი ნაბიჯები გადადგა.„იყო ბუნდოვანების თუ გაურკვევლობის წნეხი არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ კი ეს წნეხი მოიხსნა – პირიქით, იქნება სიცხადე და აბსოლუტურად დადებითი ტენდენციები", - განაცხადა მინისტრმა.მისი თქმით, ეროვნული ბანკის რეზერვები გამიზნულია პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული შოკებისა და გამოწვევების დროს სტაბილურობის შესანარჩუნებლად.დავითაშვილის პროგნოზით, ლარის კურსი სტაბილურ დონეზე შენარჩუნდება, რადგანაც მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია.წელს, მთლიანობაში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/277999948_20:0:1839:1364_1920x0_80_0_0_66bb9d59211627f10f9078d8b1dc4e4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
მთავრობა მხარს უჭერს სებ-ის პოლიტიკას სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიმართულებით
მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობა სრულად უჭერს მხარს ეროვნული ბანკის რეზერვების დახარჯვის პოლიტიკას ეროვნული ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ეროვნულმა ბანკმა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ძლიერი გავლენის გამო და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე სავალუტო აუქციონი ჩაატარა.
„სრულად მინდა მხარი დავუჭირო ეროვნული ბანკის ამ პასუხისმგებლიან პოლიტიკას. არჩევნებით ძალიან დიდი სიცხადე შემოვიდა, ქართველმა ხალხმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა – მოსახლეობამ მანდატი მისცა ხელისუფლებას, არჩევანი გაკეთდა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი, მკაფიო სიგნალია იმისთვის, რომ ქვეყანაში შემდეგ პერიოდში გვექნება სტაბილურობა, რომელიც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა გაურკვევლობის პირობებში სწორი ნაბიჯები გადადგა.
„იყო ბუნდოვანების თუ გაურკვევლობის წნეხი არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ კი ეს წნეხი მოიხსნა – პირიქით, იქნება სიცხადე და აბსოლუტურად დადებითი ტენდენციები", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის რეზერვები გამიზნულია პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული შოკებისა და გამოწვევების დროს სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
„მიუხედავად მიზეზებისა, ზუსტად იმისთვის უნდა გამოიყენო რეზერვები, რომ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ", - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის პროგნოზით, ლარის კურსი სტაბილურ დონეზე შენარჩუნდება, რადგანაც მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია.
წელს, მთლიანობაში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა.