კალაძე: თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებას ვგეგმავთ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ზღვა
თბილისის ზღვა - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2024
გამოწერა
კალაძის თქმით, საჭიროა სანაპირო ზოლის სათანადოდ მოწყობა, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მუნიციპალიტეტის მერია თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებას გეგმავს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
თბილისის ზღვა არის თბილისის მთავარი წყალსაცავი, რომელიც ექსპლუატაციაში 1953 წელს შევიდა. იგი თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის ასევე პოპულარული დასასვენებელი ადგილია ზაფხულში. თუმცა, ბოლო წლებში სანაპირო ზოლი უყურადღებო და დაბინძურებული იყო. მისი მოწესრიგება სერიოზულ მუშაობას მოითხოვს.
„მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რათა მოეწყოს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე, სადაც ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა იქნება", - განაცხადა კალაძემ.
როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, იმავე ფორმით და კონცეფციით უნდა მივუდგეთ აღნიშნულ საკითხს და ეს ადგილი გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო დასვენებისთვის, როგორც ოჯახებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტის ფორმა და კონცეფცია განვითარებულ ქვეყნების შესაბამისი უნდა იყოს და მიზანია, თბილისის ზღვა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი ოჯახებისა და ახალგაზრდებისთვის.
„თბილისის ზღვა, წყლის რეზერვუარის დანიშნულების გარდა, მოქალაქეებისთვის დასასვენებელი ზონის ფუნქციასაც ასრულებს. სანაპიროზე ხალხმრავლობა განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში შეინიშნება. შესაბამისად, ცურვისთვის დასაშვებ ზონებში, ზღვის უბნის დასახლების ტერიტორიაზე, საჭიროა სანაპირო ზოლის სათანადოდ მოწყობა, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა პრობლემას წარმოადგენს, არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება", - განაცხადა მერმა.
მისი თქმით, მოქალაქეებს ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს პარკირებისა და სივრცის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობაც.
დავიწყოთ პროექტის განხორციელება, რომ მოვაწყოთ ისეთი სივრცე, სადაც ადამიანებს სრულყოფილი განტვირთვის შესაძლებლობა ექნებათ, დასძინა კალაძემ.
თბილისის ზღვის სიგრძე დაახლოებით 9 კილომეტრია, ხოლო მაქსიმალური სიგანე 1.85 კილომეტრია. სიღრმე - 45 მეტრი. ადრე წყალსაცავი იკვებებოდა მხოლოდ მდინარე ივრის წყლით, ხოლო ჟინვალის წყალსაცავის ამოქმედების შემდეგ - ასევე მდინარე არაგვის წყლით.
ყველა ახალი ამბავი
0