Galt & Taggart: არჩევნების შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე არ იმოქმედებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2024
გამოწერა
საინვესტიციო კომპანიის პროგნოზით, მშპ-ის ზრდა 2024 წელს 9%, 2025 წელს კი 6% იქნება.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ოპოზიციის პროტესტი არ იმოქმედებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ეკონომიკა სტაბილურურობას შეინარჩუნებს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ზრდის პროგნოზებს 2024 და 2025 წლებისთვის და გვჯერა, რომ ეს პოლიტიკიკური რყევები ხანმოკლე იქნება და არ შეცვლის მოკლე და საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი არ იქნება პარალიზებული, რაც მმართველ პარტიას გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
Galt & Taggart-ის მონაცემებით, არჩევნების შემდეგ საქართველოს სუვერენული ევრობონდების შემოსავალი გაიზარდა 60,0 საბაზისო პუნქტით 7,4%-მდე - დონე კიდევ უფრო მაღალი იყო 2024 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში. ლარი უქმეების შემდეგ სტაბილური იყო, ხოლო ცენტრალურმა ბანკმა წინასაარჩევნო კვირაში 100 მლნ დოლარი გაყიდა.
საინვესტიციო კომპანიის პროგნოზით, მშპ-ის ზრდა 2024 წელს 9%, 2025 წელს კი 6% იქნება.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნამ დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.
ცესკოს ბოლო შედეგები:
1.
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,96%
2.
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,034%
3.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,166%
4.
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,809%
5.
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,769%.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0