ეზოტერიული ტესტი: რვა შეკითხვა ახლო მომავლის დასადგენად

  - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2024
გამოწერა
გთავაზობთ ტესტს, რომელიც ეზოტერიკოსებმა პიროვნების მახასიათებლების დასადგენად შექმნეს. თუმცა ამბობენ, რომ ამ რვაკითხვიანი ტესტით ადამიანის ახლო მომავლის პროგნოზირებაც შეიძლება.
ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.
ტესტის გასავლელად დაგჭირდებათ კალამი და ფურცელი, რათა საკუთარი პასუხები ჩაიწეროთ.

ტესტის კითხვები

1.
ჩამოთვლილთაგან აირჩიეთ ერთი ფერი — ყვითელი, ცისფერი, წითელი, მწვანე ან შავი;
2.
დაწერეთ თქვენი სახელის პირველი ასო;
3.
თქვენი დაბადების თვე;
4.
აირჩიეთ – შავი თუ თეთრი?
5.
დაასახელეთ თქვენივე სქესის ადამიანი ირგვლივ მყოფთაგან;
6.
რომელია თქვენი საყვარელი რიცხვი?
7.
რა უფრო გიყვართ — ხმელეთით მოგზაურობა თუ თვითმფრინავით ფრენა?
8.
რომელს არჩევთ – ტბას თუ ოკეანეს?

ნახეთ შედეგები

არჩეული ფერი:
ყვითელი — ბედნიერი ადამიანი ხართ, ყველას დამშვიდება შეგიძლიათ, ვინც თავს ცუდად გრძნობს;
ცისფერი — იმპულსური ბრძანდებით და საყვარელი ადამიანისგან მუდამ ყურადღებასა და ალერსს ელოდებით;
წითელი — თქვენი ცხოვრება სიყვარულით არის სავსე, ძალზე ენერგიული ხართ;
მწვანე — საკმაოდ მშვიდი პიროვნება ბრძანდებით, თქვენთვის აგრესია უცხოა;
შავი — საკმაოდ აგრესიული და კონსერვატორი ხართ.
სახელის პირველი ასო
ა-ლ — თქვენი ცხოვრება მეგობრობითა და სიყვარულით არის სავსე;
მ-ქ — ელოდეთ უეცარ გარდატეხას პირად ცხოვრებაში;
ღ-ჰ — სიყვარულში გაგიმართლებთ.
დაბადების თვე და ახლო მომავალი
იანვარი-მარტი — მოულოდნელი სიყვარული გეწვევათ;
აპრილი-ივნისი — მოკლე და თავბრუდამხვევი რომანი გელოდებათ, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ;
ივლისი-სექტემბერი — წარმატებული წელი გექნებათ, მნიშვნელოვანი ცვლილება გელოდებათ, რომელიც თქვენზე ზემოქმედებას მოახდენს;
ოქტომბერი-დეკემბერი — პირად ფრონტზე გარკვეული სიძნელეების შემდეგ საბოლოოდ თქვენს სიყვარულს იპოვით.
არჩევანი შავსა და თეთრს შორის
თუ აირჩიეთ შავი — ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელოდებათ, რომლებიც ძალიან რთულად მოგეჩვენებათ, თუმცა მალე ამისთვის ბედს მადლობას გადაუხდით.
თუ აირჩიეთ თეთრი — გყავთ მეგობარი, რომელიც ყველაფერს გაგიკეთებთ, რასაც შეძლებს, მაგრამ, შესაძლოა, თქვენ ამაზე წარმოდგენაც არ გაქვთ.
დასახელებული ადამიანი
ადამიანი, რომელიც დაასახელეთ, თქვენი უახლოესი მეგობარია. სწორედ ამიტომ გაგახსენდათ ის ყველა სხვაზე უწინ.
დასახელებული რიცხვი
რიცხვი, რომელიც დაასახელეთ, თქვენი ნამდვილი მეგობრების რაოდენობას ასახავს;
არჩევანი სიარულსა და ფრენას შორის
თუ ხმელეთით მგზავრობას არჩევთ, ე.ი. ცვლილებები არ გიყვართ;
თუ ფრენა აირჩიეთ — ე.ი. თავგადასავლების მოყვარული ხართ.
არჩევანი ტბასა და ოკეანეს შორის
თუ აირჩიეთ ტბა — საყვარელი ადამიანისა და მეგობრების ერთგული ხართ;
თუ აირჩიეთ ოკეანე — შეგიძლიათ ადამიანებს სიხარული აჩუქოთ, მაგრამ ძალზე არაპროგნოზირებადი ბრძანდებით.
ყველა ახალი ამბავი
0