https://sputnik-georgia.com/20241030/avstrielma-damkvirveblebma-archevnebi-dadebitad-sheapases-290679331.html
ავსტრიელმა დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები დადებითად შეაფასეს
ავსტრიელმა დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები დადებითად შეაფასეს
Sputnik საქართველო
ავსტრიის პარლამენტის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ეუთოსა და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში. 30.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-30T19:49+0400
2024-10-30T19:49+0400
2024-10-30T19:49+0400
საქართველო
ავსტრია
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23308/32/233083233_0:37:402:263_1920x0_80_0_0_08152c133b0e6854a4f9f526aba7b426.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ავსტრიის პარლამენტის წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, დადებითად შეაფასეს კენჭისყრის პროცესი და აღნიშნეს ამომრჩევლის დაშინების ან ზეწოლის ფაქტების არარსებობა, შესაბამისი ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.მეორე დამკვირვებლის ჰარალდ ჰიმერის (Harald Himmer) განცხადებით, მის სადამკვირვებლო არეალში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.„მე ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი დარღვევა, რომელიც მიმართული იქნებოდა საარჩევნო პროცესის და მისი ტექნიკური მსვლელობის შესაფერხებლად“, – განაცხადა ჰიმერმა.როგორც ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 53% მიიღო, ხოლო ოპოზიციას შედეგების აღიარება არ სურს.საქართველოში არჩევნებს 64 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას უფლება ჰქონდა საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყოლოდა არაუმეტეს ორი დამკვირვებლისა და თარჯიმნისა.ავსტრიის პარლამენტის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ეუთოსა და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში.ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნამ დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.ცესკოს ბოლო შედეგები:„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,936%;„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,034%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,166%;„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,809%;„გახარია საქართველოსთვის“ - 7,769%.არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ გამოაცხადა ბოიკოტი - კენჭისყრის შედეგები არცერთმა მათგანმა („კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და „საქართველოსთვის") არ აღიარა. ოპოზიცია დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების ფართომასშტაბიან გაყალბებაში.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
საქართველო
ავსტრია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23308/32/233083233_1:0:400:299_1920x0_80_0_0_30b7f63d0145d5070061b1ae3e292d9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავსტრია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ავსტრია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
ავსტრიელმა დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები დადებითად შეაფასეს
ავსტრიის პარლამენტის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ეუთოსა და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ავსტრიის პარლამენტის წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, დადებითად შეაფასეს კენჭისყრის პროცესი და აღნიშნეს ამომრჩევლის დაშინების ან ზეწოლის ფაქტების არარსებობა, შესაბამისი ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
„ჩვენ დავაკვირდით, რომ ამომრჩევლებმა ხმა მისცეს ზეწოლის გარეშე. საარჩევნო კაბინები იყო გამჭვირვალე და კარგად დაცული. გარემო იყო მშვიდობიანი, მე ვერ აღმოვაჩინე დაშინების ან ძალადობის ვერცერთი ნიშანი“, – განაცხადა ბუნდესრატის წევრმა კლემენს კოფლერმა (Klemens Kofler).
მეორე დამკვირვებლის ჰარალდ ჰიმერის (Harald Himmer) განცხადებით, მის სადამკვირვებლო არეალში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
„მე ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი დარღვევა, რომელიც მიმართული იქნებოდა საარჩევნო პროცესის და მისი ტექნიკური მსვლელობის შესაფერხებლად“, – განაცხადა ჰიმერმა.
როგორც ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 53% მიიღო, ხოლო ოპოზიციას შედეგების აღიარება არ სურს.
საქართველოში არჩევნებს 64 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას უფლება ჰქონდა საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყოლოდა არაუმეტეს ორი დამკვირვებლისა და თარჯიმნისა.
ავსტრიის პარლამენტის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ეუთოსა და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნამ დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,936%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,034%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,166%;
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,809%;
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,769%.
არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ გამოაცხადა ბოიკოტი - კენჭისყრის შედეგები არცერთმა მათგანმა („კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და „საქართველოსთვის") არ აღიარა. ოპოზიცია დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების ფართომასშტაბიან გაყალბებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.