არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

© photo: Sputnik / Stringerმომავლის მუზეუმი
მომავლის მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2024
გამოწერა
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" გაიმარჯვა
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
პრემიერ კობახიძეს და მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა, ვიცე-პრეზიდენტებმა - პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმიმ და პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ, შეიხმა მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნამ დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.
ცესკოს ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,96%1.
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,034%2.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,166%3.
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,809%4.
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,769%.5.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0