https://sputnik-georgia.com/20241029/saeklesio-kalendari29-oqtomberi-290634371.html
საეკლესიო კალენდარი: 29 ოქტომბერი
საეკლესიო კალენდარი: 29 ოქტომბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ოქტომბერს ღირსი ზენონ იყალთოელის და მოწამე ლონგინოზ ასისთავისა ხსენების დღეს აღნიშნავს. 29.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-29T09:00+0400
2024-10-29T09:00+0400
2024-10-29T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24774/63/247746380_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_4e1b8421a22b4ea8ac6e35175b942485.jpg
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარშიღირსი ზენონ იყალთოელიზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა იყო , რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად.ზენონ იყალთოელი ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში.დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის. მოწამე ლონგინოზ ასისთავიწმინდა ლონგინოზ ასისთავი წარმოშობით კაპადოკიიდან, დაბა არდალესიდან გახლდათ. პროკურატორ პილატე პონტოელის დროს იგი იუდეაში მსახურობდა რომაულ ჯარში. ლონგინოზი იყო უმცროსი ოფიცერი, ცენტურიონი. მისი ასეული იდგა გოლგოთის დასაცავად მაცხოვრის ჯვარცმის დროს. თავად ლონგინოზი, როგორც რაზმის მეთაური, მოქმედების ცენტრში იყო, ჯვარცმას ესწრებოდა. ლონგინოზმა და მისმა ჯარისკაცებმა იხილეს მაცხოვრის ჯვარცმა და წამება. გადმოცემის მიხედვით, ლონგინოზია სწორედ ის ჯარისკაცი, რომელმაც ხელშუბი (შუბი) უგმირა იესუს.ლონგინოზ ასისთავს თვალები სტკიოდა, მაცხოვრის მკერდიდან გადმოსულმა სისხლმა და წყალმა მისი სნეულება განკურნა.წმინდა ლონგინოზმა და მისმა ჯარისკაცებმა იხილეს მაცხოვრის გარდაცვალების შემდეგ აღსრულებული სასწაულები, როცა იძრა მიწა და გასკდა კლდეები. ლონგინოზი დარწმუნდა, რომ ჯვარცმული მართლაც ღმერთი იყო.შემდეგ ლონგინოზი და მისი რაზმი უფლის საფლავს იცავდნენ.ისინი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის მოწმეებად იქცნენ. იუდეველებმა ვერ შეძლეს ლონგინოზისა და მისი ორი ჯარისკაცის მოსყიდვა, სხვები კი მოისყიდეს და ათქმევინეს, ქრისტეს ცხედარი მისმა მოწაფეებმა მოიპარესო.ლონგინოზი და მისი ორი ჯარისკაცი ქრისტეს მოწაფეთა მიერ მოინათლნენ. მათ მიატოვეს სამხედრო სამსახური და სახარების ქადაგება დაიწყეს. წმინდა ლონგინოზი მეგობრებთან ერთად თავის მშობლიურ კაპადოკიაში გაემგზავრა. მათ უამრავი ადამიანი აზიარეს ჭეშმარიტებას.იუდეველების რჩევით პილატემ დამსჯელი რაზმი გაგზავნა წმინდა ლონგინოზისა და მისი მეგობრების დასახოცად. წმინდა ლონგინოზი და მისი მეგობრები არც ცდილან წინააღმდეგობა გაეწიათ, ან დამალულიყვნენ. პილატეს წარგზავნილებს არ უნდოდათ მათი სიკვდილი, სურდათ გაეთავისუფლებინათ ლონგინოზი და მისი მეგობრები, მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილი წმინდანთათვის სასურველი იყო. მათ სთხოვეს სამხედროებს შეესრულებინათ ბრძანება...წმინდა ლონგინოზისა და მისი ორი მეგობრის სხეულები კაპადოკიაში დაკრძალეს.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრფნობით
https://sputnik-georgia.com/20241028/saeklesio-kalendari-28-oqtomberi-290605119.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24774/63/247746380_56:0:944:666_1920x0_80_0_0_c2af05f79d7ef18fa31bf6b2c59ed7cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 29 ოქტომბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ოქტომბერს ღირსი ზენონ იყალთოელის და მოწამე ლონგინოზ ასისთავისა ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა იყო , რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად.
ზენონ იყალთოელი ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში.
დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის.
წმინდა ლონგინოზ ასისთავი წარმოშობით კაპადოკიიდან, დაბა არდალესიდან გახლდათ. პროკურატორ პილატე პონტოელის დროს იგი იუდეაში მსახურობდა რომაულ ჯარში. ლონგინოზი იყო უმცროსი ოფიცერი, ცენტურიონი. მისი ასეული იდგა გოლგოთის დასაცავად მაცხოვრის ჯვარცმის დროს. თავად ლონგინოზი, როგორც რაზმის მეთაური, მოქმედების ცენტრში იყო, ჯვარცმას ესწრებოდა. ლონგინოზმა და მისმა ჯარისკაცებმა იხილეს მაცხოვრის ჯვარცმა და წამება. გადმოცემის მიხედვით, ლონგინოზია სწორედ ის ჯარისკაცი, რომელმაც ხელშუბი (შუბი) უგმირა იესუს.
ლონგინოზ ასისთავს თვალები სტკიოდა, მაცხოვრის მკერდიდან გადმოსულმა სისხლმა და წყალმა მისი სნეულება განკურნა.
წმინდა ლონგინოზმა და მისმა ჯარისკაცებმა იხილეს მაცხოვრის გარდაცვალების შემდეგ აღსრულებული სასწაულები, როცა იძრა მიწა და გასკდა კლდეები. ლონგინოზი დარწმუნდა, რომ ჯვარცმული მართლაც ღმერთი იყო.
შემდეგ ლონგინოზი და მისი რაზმი უფლის საფლავს იცავდნენ.
ისინი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის მოწმეებად იქცნენ. იუდეველებმა ვერ შეძლეს ლონგინოზისა და მისი ორი ჯარისკაცის მოსყიდვა, სხვები კი მოისყიდეს და ათქმევინეს, ქრისტეს ცხედარი მისმა მოწაფეებმა მოიპარესო.
ლონგინოზი და მისი ორი ჯარისკაცი ქრისტეს მოწაფეთა მიერ მოინათლნენ. მათ მიატოვეს სამხედრო სამსახური და სახარების ქადაგება დაიწყეს. წმინდა ლონგინოზი მეგობრებთან ერთად თავის მშობლიურ კაპადოკიაში გაემგზავრა. მათ უამრავი ადამიანი აზიარეს ჭეშმარიტებას.
იუდეველების რჩევით პილატემ დამსჯელი რაზმი გაგზავნა წმინდა ლონგინოზისა და მისი მეგობრების დასახოცად. წმინდა ლონგინოზი და მისი მეგობრები არც ცდილან წინააღმდეგობა გაეწიათ, ან დამალულიყვნენ. პილატეს წარგზავნილებს არ უნდოდათ მათი სიკვდილი, სურდათ გაეთავისუფლებინათ ლონგინოზი და მისი მეგობრები, მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილი წმინდანთათვის სასურველი იყო. მათ სთხოვეს სამხედროებს შეესრულებინათ ბრძანება...
წმინდა ლონგინოზისა და მისი ორი მეგობრის სხეულები კაპადოკიაში დაკრძალეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრფნობით