ქარიშხალი დასავლეთ საქართველოში: ზარალის ასანაზღაურებლად 2 მლნ ლარია გამოიყო

© Poti City Hallუამინდობა
უამინდობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2024
გამოწერა
სარემონტო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. იმერეთის რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მთავრობის მიუჯეტიდან 2 მლნ ლარი გამოიყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა დააზიანა მრავალსართულიანი კორპუსებისა და კერძო სახლების სახურავები.
„სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში საქართველოს მთავრობამ გამოგვიყო შესაბამისი თანხები. მოსახლეობა მზად არის მხარი დაუჭიროს აღნიშნული პროექტის რეალიზებას, რადგანაც ეს მრავალბინიანი კორპუსი ამხანაგობის საკუთრებაშია“, - განაცხადა სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.
ბახტაძის თქმით, სარემონტო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
თანხა სამტრედიის, საჩხერის, წყალტუბოს, ტყიბულის, ხონის, თერჯოლის, ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.
ყველა ახალი ამბავი
0