https://sputnik-georgia.com/20241029/peskovi-rusets-ar-aqvs-ganzraxva-chaerios-saqartvelos-saqmeebshi-290649834.html
პესკოვი: რუსეთს არ აქვს განზრახვა ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში
პესკოვი: რუსეთს არ აქვს განზრახვა ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთს არ აქვს არანაირი სურვილი და განზრახვა ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა... 29.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-29T18:15+0400
2024-10-29T18:15+0400
2024-10-29T18:15+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1b/264818364_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_ae6d2122c381c64a34f853819c4db5bf.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთს არ აქვს არანაირი სურვილი და განზრახვა ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების გაყალბების თაობაზე განაცხადეს.ამასთან, კრემლი შეშფოთებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური განცხადებები შეიცავს ულტიმატუმებს, განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად თუ როგორ აფასებს რუსეთი საქართველოში არსებულ დაძაბულ ვითარებას.„ჩვენ არ ერევით, მაგრამ შეშფოთებული ვართ, რომ გუშინ ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მ საკუთარ განცხადებებში საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ულტიმატუმები წაუყენეს. ყველაფერი დანარჩენი - საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების საზრუნავია", - განაცხადა პესკოვმა.აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელმძღვანელობისადმი მენტორული განცხადებები და ულტიმატუმები არის ამაზრზენი გამოვლინებები, რომლებიც უნდა შეწყდეს, აღნიშნა მან.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოს ელოდება შემდგომი შედეგები, თუ მთავრობა არ შეცვლის ანტიდემოკრატიულ კურსს, აშშ-ის საპასუხო ზომები კი დამოკიდებულია ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებზე.ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა.ცესკოს ბოლო მონაცემები:„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1b/264818364_267:0:2998:2048_1920x0_80_0_0_4b81af9175b86a52114365f13156f03f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ახალი ამბები
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთს არ აქვს არანაირი სურვილი და განზრახვა ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების გაყალბების თაობაზე განაცხადეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება და არც სურვილი და განზრახვა ჩავერევით საქართველოს საშინაო საქმეებში. ეს არასდროს გაგვიკეთებია“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
ამასთან, კრემლი შეშფოთებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური განცხადებები შეიცავს ულტიმატუმებს, განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად თუ როგორ აფასებს რუსეთი საქართველოში არსებულ დაძაბულ ვითარებას.
„ჩვენ არ ერევით, მაგრამ შეშფოთებული ვართ, რომ გუშინ ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მ საკუთარ განცხადებებში საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ულტიმატუმები წაუყენეს. ყველაფერი დანარჩენი - საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების საზრუნავია", - განაცხადა პესკოვმა.
აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელმძღვანელობისადმი მენტორული განცხადებები და ულტიმატუმები არის ამაზრზენი გამოვლინებები, რომლებიც უნდა შეწყდეს, აღნიშნა მან.
„ის, რაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად მენტორული განცხადებები, რომლებიც მოდის როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ევროკავშირიდან“, - განაცხადა პესკოვმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა
განაცხადა, რომ საქართველოს ელოდება შემდგომი შედეგები, თუ მთავრობა არ შეცვლის ანტიდემოკრატიულ კურსს, აშშ-ის საპასუხო ზომები კი დამოკიდებულია ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებზე.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა.
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.