https://sputnik-georgia.com/20241029/papuashvili-mimdinareobs-psevdomtkicebulebebis-pabrikacia-290652790.html
პაპუაშვილი: არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაცია მიმდინარეობს
პაპუაშვილი: არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაცია მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
პაპუაშვილის თქმით, არჩევნებზე გამოყენებული იქნა ამერიკული აპარატურა, აუდიტი კი ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია Pro V&V-მ ჩაატარა. 29.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-29T19:49+0400
2024-10-29T19:49+0400
2024-10-29T19:49+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179309_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_b87bf69985007b6f20063058e8de22b3.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე ჩატარდა და ახლა გამარჯვებული მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოპონენტები გაყალბების სავარაუდო მტკიცებულებების ფაბრიკაციით არიან დაკავებული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია, რათა ოპოზიციას არჩევნების შედეგების სანდოობაზე ეჭვის საბაბი არ მისცემოდა.მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იყო პროფესიონალებით, გამოყენებული იქნა ამერიკული ტექნოლოგიები, აპარატურა შეამოწმა ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ და 3.111 უბანზე საარჩევნო პროცესს 25 ათასი დამკვირვებელი აკვირდებოდა.„უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნები დასრულდა მკაფიო და ცალსახა შედეგით. ამომრჩევლების ნება ასახულია და გამოვლენილია... მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას, ქვეყნის სუვერენიტეტს და მდგრად განვითარებას ევროპულ გზაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ახლა, მისი თქმით, საზოგადოება მოწმეა ადრე დაწერილი სცენარის განხორციელების - იწერება საჩივრები არჩევნებზე სავარაუდო დარღვევებზე, რომელთაც თან ახლავს ყოველგვარ კრიტიკულ შეფასებას მოკლებული ფოტო ან ვიდეომასალა.„ფსევდომტკიცებულებების ეს ფაბრიკაცია სურთ გამოიყენონ იმ აღქმის შესაქმნელად, თითქოს, მათ გააჩნიათ რაიმე რეალური საბუთები, ან თითქოსდა გაშიფრეს გაყალბების არსებული სქემები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.პარლამენტის სპიკერის განმარტებით, კრიტიკოსების გეგმებშია საპროტესტო ტალღის განვითარება და ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნა.„გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, რომელიც გათვლილია ყველა შესაძლო საშუალებების პროტესტის ისეთი ტალღის გამოწვევა, რომ დაიკარგოს ყველა რაციონალური აზრი თუ მტკიცებულება, რათა შეიქმნას ახალი ხელოვნური კრიზისი იმიტირებული სენტიმენტებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" გამოავლენს ყველა იმ ყალბ მტკიცებულებას, რომლითაც ისინი, ვინც არ ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს, ცდილობენ მცდარი წარმოდგენების შექმნას და აღნიშნული თემით მანიპულირებას.„ხალხის ნება გამოხატულია. თითოეული თქვენგანის ხმა დაცული იქნება... 2020 და 2021 წლების პროცესები საქართველოში აღარ განმეორდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მხილება „ქართული ოცნებიდან"პრეტენზია №1 - აპარატურით მანიპულაციასაქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ აპარატურით მანიპულაციებზე საუბრობენ ისინი, ვინც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე აცხადებდა, რომ ეს შეუძლებელია, მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.ბრალდებების პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არჩევნებზე გამოყენებული იქნა ამერიკული აპარატურა, აუდიტი კი ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია Pro V&V-მ ჩაატარა.„ასე რომ, თუ ძალიან უნდათ, პასუხი ახლავე მოითხოვონ ამერიკელებისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ამ დროისთვის აუდიტის ორი ეტაპი ჩატარდა და მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რის შემდეგაც შედეგები გახდება ცნობილი.აუდიტის ბოლო დასკვნა:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179309_55:0:1876:1366_1920x0_80_0_0_51e448d2978d522201e1dddec2df2efc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
პაპუაშვილი: არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაცია მიმდინარეობს
პაპუაშვილის თქმით, არჩევნებზე გამოყენებული იქნა ამერიკული აპარატურა, აუდიტი კი ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია Pro V&V-მ ჩაატარა.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე ჩატარდა და ახლა გამარჯვებული მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოპონენტები გაყალბების სავარაუდო მტკიცებულებების ფაბრიკაციით არიან დაკავებული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
„ჩვენ ვაკვირდებით არჩევნების ზედმიწევნით მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის პროცესს. იგი გამიზნულია საქართველოში საპროტესტო ტალღის, არეულობისა და სასურველი რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია, რათა ოპოზიციას არჩევნების შედეგების სანდოობაზე ეჭვის საბაბი არ მისცემოდა.
მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იყო პროფესიონალებით, გამოყენებული იქნა ამერიკული ტექნოლოგიები, აპარატურა შეამოწმა ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ და 3.111 უბანზე საარჩევნო პროცესს 25 ათასი დამკვირვებელი აკვირდებოდა.
„უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნები დასრულდა მკაფიო და ცალსახა შედეგით. ამომრჩევლების ნება ასახულია და გამოვლენილია... მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას, ქვეყნის სუვერენიტეტს და მდგრად განვითარებას ევროპულ გზაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ახლა, მისი თქმით, საზოგადოება მოწმეა ადრე დაწერილი სცენარის განხორციელების - იწერება საჩივრები არჩევნებზე სავარაუდო დარღვევებზე, რომელთაც თან ახლავს ყოველგვარ კრიტიკულ შეფასებას მოკლებული ფოტო ან ვიდეომასალა.
„ფსევდომტკიცებულებების ეს ფაბრიკაცია სურთ გამოიყენონ იმ აღქმის შესაქმნელად, თითქოს, მათ გააჩნიათ რაიმე რეალური საბუთები, ან თითქოსდა გაშიფრეს გაყალბების არსებული სქემები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის განმარტებით, კრიტიკოსების გეგმებშია საპროტესტო ტალღის განვითარება და ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნა.
„გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, რომელიც გათვლილია ყველა შესაძლო საშუალებების პროტესტის ისეთი ტალღის გამოწვევა, რომ დაიკარგოს ყველა რაციონალური აზრი თუ მტკიცებულება, რათა შეიქმნას ახალი ხელოვნური კრიზისი იმიტირებული სენტიმენტებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" გამოავლენს ყველა იმ ყალბ მტკიცებულებას, რომლითაც ისინი, ვინც არ ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს, ცდილობენ მცდარი წარმოდგენების შექმნას და აღნიშნული თემით მანიპულირებას.
„ხალხის ნება გამოხატულია. თითოეული თქვენგანის ხმა დაცული იქნება... 2020 და 2021 წლების პროცესები საქართველოში აღარ განმეორდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მხილება „ქართული ოცნებიდან"
პრეტენზია №1 - აპარატურით მანიპულაცია
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ აპარატურით მანიპულაციებზე საუბრობენ ისინი, ვინც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე აცხადებდა, რომ ეს შეუძლებელია, მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
ბრალდებების პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არჩევნებზე გამოყენებული იქნა ამერიკული აპარატურა, აუდიტი კი ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია Pro V&V-მ ჩაატარა.
„ასე რომ, თუ ძალიან უნდათ, პასუხი ახლავე მოითხოვონ ამერიკელებისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის აუდიტის ორი ეტაპი ჩატარდა და მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რის შემდეგაც შედეგები გახდება ცნობილი.
საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან.
ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.
ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.
ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა.
აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია.