https://sputnik-georgia.com/20241029/kobaxidzem-orbans-madloba-gadauxada-290649599.html
ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა - კობახიძემ ორბანს მადლობა გადაუხადა
ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა - კობახიძემ ორბანს მადლობა გადაუხადა
Sputnik საქართველო
კობახიძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. 29.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-29T18:15+0400
2024-10-29T18:15+0400
2024-10-29T18:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
უნგრეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1d/290645841_0:5:2040:1153_1920x0_80_0_0_4dc29bcce3b03e705ba13a7e7a0ce279.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის მთავრობის მეთაურს ვიქტორ ორბანს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხურვალე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ხალხს შორის საერთო ღირებულებები აღნიშნა.აღნიშნული განცხადება კობახიძემ თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ორბანი არის პირველი, რომელმაც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და პირველ სახელმწიფო მეთაური, რომელიც საპარლამენტო არჩევნებიდან მესამე დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.მან ხაზგასმით აღნიშნა უნგრეთის როლი იმაში, რომ საქართველოს 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსი მიიღო.„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი მხურვალედ უჭერდა მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და უნგრეთმა განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. ამისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირადად ვიქტორ ორბანს და, ზოგადად, ჩვენს უნგრელ მეგობრებსა და ხელისუფლებას“, - განაცხადა კობახიძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას იმისთვის, რომ მან დაადასტურა მზადყოფნა გაუწიოს მხარდაჭერა საქართველოს.კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართველ და უნგრელ ხალხებს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ და ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულ პრიორიტეტად დაასახელა ტურიზმის სფეროში უნგრეთთან თანამშრომლობა.„ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განვითარებას და მოხარულები ვართ, რომ აქაც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და მომავალშიც ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას", - განაცხადა კობახიძემ.პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და უნგრეთი ერთად მუშაობენ მნიშვნელოვან პროექტებზე.„აღსანიშნავია შავი ზღვის ელექტროგადამცემი, ინტერნეტის გადამცემი კაბელის პროექტი, სადაც მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნები, სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა", - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ორბანთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტი.„კმაყოფილები ვართ დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მოცემულობით, თუმცა არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად", - განაცხადა კობახიძემ.მან მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ორბანს საქართველოში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ეს არის „საქართველოსადმი დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის ძალიან კარგი გამოვლინება“.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1d/290645841_249:0:1792:1157_1920x0_80_0_0_8ab4e7b8cbc47f06f8db419dda87a599.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უნგრეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უნგრეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა - კობახიძემ ორბანს მადლობა გადაუხადა
კობახიძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის მთავრობის მეთაურს ვიქტორ ორბანს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხურვალე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ხალხს შორის საერთო ღირებულებები აღნიშნა.
აღნიშნული განცხადება კობახიძემ თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ორბანი არის პირველი, რომელმაც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და პირველ სახელმწიფო მეთაური, რომელიც საპარლამენტო არჩევნებიდან მესამე დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
„განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება. ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა და ამ კუთხით უნგრეთს დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა უნგრეთის როლი იმაში, რომ საქართველოს 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსი მიიღო.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი მხურვალედ უჭერდა მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და უნგრეთმა განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. ამისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირადად ვიქტორ ორბანს და, ზოგადად, ჩვენს უნგრელ მეგობრებსა და ხელისუფლებას“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას იმისთვის, რომ მან დაადასტურა მზადყოფნა გაუწიოს მხარდაჭერა საქართველოს.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართველ და უნგრელ ხალხებს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ და ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას.
„ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები. ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულ პრიორიტეტად დაასახელა ტურიზმის სფეროში უნგრეთთან თანამშრომლობა.
„ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განვითარებას და მოხარულები ვართ, რომ აქაც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და მომავალშიც ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და უნგრეთი ერთად მუშაობენ მნიშვნელოვან პროექტებზე.
„აღსანიშნავია შავი ზღვის ელექტროგადამცემი, ინტერნეტის გადამცემი კაბელის პროექტი, სადაც მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნები, სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ორბანთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტი.
„კმაყოფილები ვართ დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მოცემულობით, თუმცა არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად", - განაცხადა კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ორბანს საქართველოში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ეს არის „საქართველოსადმი დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის ძალიან კარგი გამოვლინება“.