https://sputnik-georgia.com/20241029/cesko-ramdenime-ubanze-xmebs-gadaitvlis-290639667.html
ცესკო რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმებს გადაითვლის
ცესკო რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმებს გადაითვლის
Sputnik საქართველო
საოლქო საარჩევნო კომისიები ყოველ საარჩევნო ოლქში ბიულეტენებს ხუთ უბანზე გადათვლიან 29.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-29T11:00+0400
2024-10-29T11:00+0400
2024-10-29T11:00+0400
საქართველო
ცესკო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573574_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_fc7b4d74928d70376495855c11dbc969.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები საქართველოს რეგიონების რიგ საარჩევნო უბანზე სამშაბათს გადამოწმდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.საოლქო საარჩევნო კომისიები ყოველ საარჩევნო ოლქში ბიულეტენებს ხუთ უბანზე გადათვლიან - ადგილები შემთხვევითობის პრინციპით განისაზღვრება.რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიები გადათვლას 29 ოქტომბერს 12:00 საათიდან დაიწყებენ, თბილისში კი 17:00 საათზე. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შესაბამის უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ დააკვირდნენ ბიულეტენების გადათვლას.ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.ცესკოს ბოლო მონაცემები:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573574_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_2991a086900d1594aa35cdc30b3ba07a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
ცესკო რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმებს გადაითვლის
საოლქო საარჩევნო კომისიები ყოველ საარჩევნო ოლქში ბიულეტენებს ხუთ უბანზე გადათვლიან
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები საქართველოს რეგიონების რიგ საარჩევნო უბანზე სამშაბათს გადამოწმდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
საოლქო საარჩევნო კომისიები ყოველ საარჩევნო ოლქში ბიულეტენებს ხუთ უბანზე გადათვლიან - ადგილები შემთხვევითობის პრინციპით განისაზღვრება.
რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიები გადათვლას 29 ოქტომბერს 12:00 საათიდან დაიწყებენ, თბილისში კი 17:00 საათზე. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შესაბამის უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ დააკვირდნენ ბიულეტენების გადათვლას.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.