https://sputnik-georgia.com/20241029/cesko-prokuraturas-mimartavs-290660906.html
ცესკო მოუწოდებს პროკურატურას არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებზე გამოძიება დაიწყოს
ცესკო მოუწოდებს პროკურატურას არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებზე გამოძიება დაიწყოს
Sputnik საქართველო
არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებს აკეთებენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული მხარეები. 29.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-29T23:04+0400
2024-10-29T23:04+0400
2024-10-29T23:31+0400
საქართველო
ცესკო
საქართველოს პროკურატურა
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573991_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_d56dcec4c0458d0547ae602a3c582244.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოუწოდა პროკურატურას დაიწყოს გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ გავრცელებული ბრალდებების გამო, რომლებსაც აკეთებენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული მხარეები. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.ცესკომ აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკოს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა. გარდა ამისა, ამერიკული კომპანია Pro v&v-ის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა.მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი, ნათქვამია განცხადებაში.„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო", - აღნიშნულია განცხადებაში.ასევე ნათქვამია, რომ იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას.თავის მხრივ, უწყება გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და შეუფერხებლად მიაწოდოს მის ხელთ არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია.კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გარდა, ფალსიფიკაციაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დამკვირვებლები იყვნენ. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი ლიდერი ეკა გიგაური საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად გამოაცხადა. თუმცა, მოგვიანებით, პრემიერ ირაკლი კობახიძის თხოვნით აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას ეს სტატუსი მოუხსნა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.როგორც სამშაბათს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია Pro v&v-მა აუდიტის ორი ეტაპი ჩაატარა და მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რის შემდეგაც შედეგები გახდება ცნობილი. მან ასევე შემოწმების ბოლო შედეგები დაასახელა:აუდიტის ბოლო დასკვნა:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573991_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_c0e635e8e41e85b6af898aa01431a030.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, საქართველოს პროკურატურა, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, საქართველოს პროკურატურა, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ცესკო მოუწოდებს პროკურატურას არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებზე გამოძიება დაიწყოს
23:04 29.10.2024 (განახლებულია: 23:31 29.10.2024) არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებს აკეთებენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოუწოდა პროკურატურას დაიწყოს გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ გავრცელებული ბრალდებების გამო, რომლებსაც აკეთებენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკომ აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკოს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა. გარდა ამისა, ამერიკული კომპანია Pro v&v-ის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი, ნათქვამია განცხადებაში.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო", - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე ნათქვამია, რომ იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, უწყება გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და შეუფერხებლად მიაწოდოს მის ხელთ არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გარდა, ფალსიფიკაციაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დამკვირვებლები იყვნენ. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი ლიდერი ეკა გიგაური საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად გამოაცხადა. თუმცა, მოგვიანებით, პრემიერ ირაკლი კობახიძის თხოვნით აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას ეს სტატუსი მოუხსნა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
როგორც სამშაბათს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია Pro v&v-მა აუდიტის ორი ეტაპი ჩაატარა და მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რის შემდეგაც შედეგები გახდება ცნობილი. მან ასევე შემოწმების ბოლო შედეგები დაასახელა:
საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან.
ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.
ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.
ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა.
აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია.