https://sputnik-georgia.com/20241029/cesko-prezidenti-diskreditacias-eweva-290654857.html
ცესკო: პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა
ცესკო: პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა
Sputnik საქართველო
ცესკოს განცხადებით, პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ცდილობს. 29.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-29T21:34+0400
2024-10-29T21:34+0400
2024-10-29T21:33+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573449_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_8f7b94fb969614f47df16971c40ad561.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაცია“ უწოდა.კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.ცესკოს განცხადებით, პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ცდილობს.„ის რომ არჩევნები კვალიფიციურად და პროფესიულად იყო ადმინისტრირებული დაადასტურა ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებმა თავიანთ განცხადებებსა თუ შეფასებებში. თუმცა პრეზიდენტი ცდილობს ვითარება სხვაგვარად წარმოაჩინოს", - ნათქვამია განცხადებაში.ცესკოს აზრით, პრეზიდენტი საზოგადოებას არწმუნებს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და ამისთვის ისეთ წარმოუდგენელ ბრალდებებს აჟღერებს, როგორიცაა მაგალითად, ის რომ ერთი პირადობით ხმის მიცემა რამდენჯერმე ხდებოდა.უწყების ცნობით, მიუხედავად მტკიცებულებების არარსებობისა, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ „ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება“ და ამის შესახებ ინტენსიურად საუბრობს საერთაშორისო მედიასთან და სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირებთან.„საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა კომპანია martmatic-თან პარტნიორობით განხორციელდა, რომელსაც არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში", - აღნიშნულია განცხადებაში.ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.„საარჩევნო ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებმა 26 ოქტომბერს იმუშავა გამართულად და ეს ნახა ყველა იმ საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტების და მედიის წარმომადგენლებმა რომლებიც აკვირდებოდა პროცესს", - ნათქვამია განცხადებაში.წესკოს ცნობით, ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა რეალობის უარყოფა და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.არჩევნების ბოლო შედეგები:„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573449_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_56f0203c9ed71c8f42e12fc413df54af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
ცესკო: პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა
ცესკოს განცხადებით, პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ცდილობს.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაცია“ უწოდა.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
„საქართველოს პრეზიდენტი ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დისკრედიტაციით არის დაკავებული. უკვე რამდენიმე დღეა რაც პრეზიდენტი საჯარო გამოსვლებსა თუ ინტერვიუებში სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასთან, თავისი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და ცრუ ბრალდებებით აღძრავს საზოგადოებაში ტექნოლოგიებისადმი უნდობლობას", - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკოს განცხადებით, პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ცდილობს.
„ის რომ არჩევნები კვალიფიციურად და პროფესიულად იყო ადმინისტრირებული დაადასტურა ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებმა თავიანთ განცხადებებსა თუ შეფასებებში. თუმცა პრეზიდენტი ცდილობს ვითარება სხვაგვარად წარმოაჩინოს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოს აზრით, პრეზიდენტი საზოგადოებას არწმუნებს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და ამისთვის ისეთ წარმოუდგენელ ბრალდებებს აჟღერებს, როგორიცაა მაგალითად, ის რომ ერთი პირადობით ხმის მიცემა რამდენჯერმე ხდებოდა.
„სინამდვილეში ამერიკული კომპანია PRO V&V-ს დასკვნა ადასტურებს, რომ იმ ელექტრონული ტექნოლოგიებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო გამოყენებული, შეუძლებელია ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი. შესაბამისად, შეუძლებელია ერთი პირადობით რამდენჯერმე ხმის მიცემა, ორმაგი ვერიფიკაცია და ის რომ ერთი ამომრჩეველი რამდენიმე უბანზე იყოს რეგისტრირებული", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიუხედავად მტკიცებულებების არარსებობისა, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ „ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება“ და ამის შესახებ ინტენსიურად საუბრობს საერთაშორისო მედიასთან და სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირებთან.
„საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა კომპანია martmatic-თან პარტნიორობით განხორციელდა, რომელსაც არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.
„საარჩევნო ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებმა 26 ოქტომბერს იმუშავა გამართულად და ეს ნახა ყველა იმ საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტების და მედიის წარმომადგენლებმა რომლებიც აკვირდებოდა პროცესს", - ნათქვამია განცხადებაში.
წესკოს ცნობით, ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა რეალობის უარყოფა და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.