https://sputnik-georgia.com/20241029/bankebis-mier-gacemuli-kreditebis-moculoba-seqtembershi-gaizarda-290646043.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა სექტემბერში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა სექტემბერში გაიზარდა
Sputnik საქართველო
საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 29.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-29T15:49+0400
2024-10-29T15:49+0400
2024-10-29T15:49+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_77a16c8553e431431174ac45550a9315.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 1,69 მლნ ლარით (0,94%) გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით 59,37 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 949,87 მილიონი ლარით, ანუ 2,94%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 741,66 მლნ ლარით, ანუ 2,93%-ით.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,03 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 5,6%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 16,99 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 4,33%-ით მეტია.სექტემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,37%-ით, ანუ 410,52 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, 30,47 მლრდ ლარი შეადგინა.ლარში გაცემული კრედიტების წილმა შეადგინა 56,1%, რაც 2024 წლის 1-ელი სექტემბრის მონაცემებთან შედარებით 0,02 საპროცენტო პუნქტით მეტია.სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e36bcc86a57fa019cf30e51efe513a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა სექტემბერში გაიზარდა
საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 1,69 მლნ ლარით (0,94%) გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით 59,37 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 949,87 მილიონი ლარით, ანუ 2,94%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 741,66 მლნ ლარით, ანუ 2,93%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,03 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 5,6%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 16,99 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 4,33%-ით მეტია.
სექტემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,37%-ით, ანუ 410,52 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, 30,47 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა შეადგინა 56,1%, რაც 2024 წლის 1-ელი სექტემბრის მონაცემებთან შედარებით 0,02 საპროცენტო პუნქტით მეტია.
სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.