ზახაროვა ზურაბიშვილს ურჩევს ნუ ენდობა ევროკავშირს

© President of Georgia leli blagonravovaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2024
გამოწერა
ზახაროვას თქმით, სისულელეა იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია ვინმეს „ევროპული მომავალი“ მისცეს
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ევროკავშირს შეუძლია კიდევ რომელიმე ქვეყანა მიიღოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ.
გუშინ, 27 ოქტომბერს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვერავინ შეძლებს საქართველოს ევროპული მომავალი წაართვას. პრეზიდენტმა ასევე არ აღიარა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და მას ტოტალურად გაყალბებული უწოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53%-ზე მეტი მიიღო.
„ვაშინგტონმა ახლახან წაართვა „ევროპული მომავალი“ ევროკავშირს, სტაბილური რესურსების წყაროს ჩამორთმევით, ეკონომიკის რღვევით, მანამდე კი არალეგალური მიგრანტებით დატბორვით, რომლებიც, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ამერიკული ავანტიურების გამო მილიონობით შეედინება ევროპაში. ამიტომ, იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია სხვას „ევროპული მომავალი“ მიანიჭოს, უბრალოდ სისულელეა“, - დაწერა ზახაროვამ საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, მომავლის წართმევა - ეს დამოუკიდებლობის და ეროვნული ინტერესების წართმევაა.
„ვიდრე ქვეყნები და ხალხები ფიქრობენ საკუთარ თავზე და უპირობოდ არ ასრულებენ ვაშინგტონელი კურატორების ბრძანებებს, მათ აქვთ მომავალი“, - დაწერა ზახაროვამ.
მან აგრეთვე კითხვით მიმართა ზურაბიშვილს: რით არის ქართული მომავალი ევროპულზე უარესი?
„სხვათა შორის, კითხვა მაქვს ზურაბიშვილთან: რატომ არის ქართული მომავალი ევროპულზე უარესი? საქართველო - შეგახსენებთ საფრანგეთის მოქალაქეს, საფრანგეთზე უძველესია“, - დაწერა ზახაროვამ.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0