https://sputnik-georgia.com/20241028/ruseti-archevnebshi-charevas-uarkops-290631159.html
რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევის შესახებ ბრალდებებს უარყოფს
რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევის შესახებ ბრალდებებს უარყოფს
Sputnik საქართველო
პესკოვის თქმით, მსგავსი ბრალდებების გაჟღერებამ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი მიიღო. 28.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-28T17:00+0400
2024-10-28T17:00+0400
2024-10-28T17:00+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/02/267063093_0:166:2951:1826_1920x0_80_0_0_f6e588d5836a11c731de08caca4c100e.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა და ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა - მოსკოვი მათ უარყოფს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციას, არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადა. მისი თქმით, გამოყენებული იყო ფალსიფიკაციის ყველა შესაძლო მეთოდი, ხოლო „გაყალბების გასათეთრებლად“ თანამედროვე ტექნოლოგიები. მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სპეცოპერაცია და ხალხის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ გამოვლინება უწოდა.ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების გაყალბების თაობაზე განაცხადეს.არჩევნების ბოლო შედეგები:საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/02/267063093_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_804e52fe5ccd97ab92cc750a9431ccf2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები
რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევის შესახებ ბრალდებებს უარყოფს
პესკოვის თქმით, მსგავსი ბრალდებების გაჟღერებამ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი მიიღო.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა და ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა - მოსკოვი მათ უარყოფს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციას, არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადა. მისი თქმით, გამოყენებული იყო ფალსიფიკაციის ყველა შესაძლო მეთოდი, ხოლო „გაყალბების გასათეთრებლად“ თანამედროვე ტექნოლოგიები. მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სპეცოპერაცია და ხალხის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ გამოვლინება უწოდა.
„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს. იცით, ასეთი ბრალდებები უკვე ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული გახდა. როგორც კი რამე ხდება - მაშინვე რუსეთს ჩარევაში ადანაშაულებენ. არანაირი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. კატეგორიულად უარვყოფთ ამ ბრალდებებს“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ როგორ აფასებს კრემლი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების გაყალბების თაობაზე განაცხადეს.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.