პრემიერმა ცესკოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2024
გამოწერა
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში არჩევნები პირველად ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულფასოვნად გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანებს და სწორად დანერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ცესკოს განახლებული მონაცემების თანახმად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ.
„განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდა ამ ტექნოლოგიების სათანადოდ დანერგვას და ამ ამოცანას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულფასოვნად გაართვა თავი. შესაბამისად, ცესკოს და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას ეკუთვნის ჩვენგან განსაკუთრებული მადლობა“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში არჩევნები პირველად ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.
„ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით, ხმა მისცა ელექტრონულად და მათი ხმებიც დათვლილი იქნა ელექტრონული წესით", - აღნიშნა კობახიძემ.
ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ Pro V&V-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები წარმოადგინა, რომელთა თანახმად საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული აპარატები გამართულად მუშაობდა, საარჩევნო უბნების წევრები კი კარგად იყვნენ მომზადებული და შეფერხების გარეშე მუშაობდნენ.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.
ყველა ახალი ამბავი
0