https://sputnik-georgia.com/20241028/neitralurma-arasamtavrobo-organizaciebma-archevnebi-dadebitad-sheapases-290627967.html
ნეიტრალურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნები დადებითად შეაფასეს
ნეიტრალურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნები დადებითად შეაფასეს
Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიციკაციის და ხმის მთვლელი აპარატის... 28.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-28T13:15+0400
2024-10-28T13:15+0400
2024-10-28T13:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573925_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_aa825c1f580441a2dcff3a5516797ecb.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ახალგაზრდა ექსპერტთა კლუბი", „საქართველოს მოხალისეთა გაერთიანება" და „ამომრჩეველთა ლიგა" - რომლებიც არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდნენ, საკუთარ ანგარიშში კენჭისყრის პროცესი დადებითად შეაფასეს.დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩაიარა. ასევე აღინიშნა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა.მისი თქმით, ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების დროებითი გაუმართაობა კენჭისყრის პროცესზე არ ასახულა.სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარე რატი აბაკელიას განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო ტექნიკურად გამართული საარჩევნო პროცესი, რაც დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმცა.ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.არჩევნების ბოლო შედეგები:„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიციკაციის და ხმის მთვლელი აპარატის გამოყენებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573925_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_1f38e06b887ed99231648cf154f8cbd4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ნეიტრალურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნები დადებითად შეაფასეს
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიციკაციის და ხმის მთვლელი აპარატის გამოყენებით.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ახალგაზრდა ექსპერტთა კლუბი", „საქართველოს მოხალისეთა გაერთიანება" და „ამომრჩეველთა ლიგა" - რომლებიც არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდნენ, საკუთარ ანგარიშში კენჭისყრის პროცესი დადებითად შეაფასეს.
დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩაიარა. ასევე აღინიშნა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა.
„ჩვენმა ნეიტრალურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ საქართველოს მასშტაბით 70-მდე საარჩევნო უბანზე განახორციელა მონიტორინგი. ამ უბნებზე არანაირ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო მომენტები, როდესაც ხმის მთვლელი აპარატი მწყობრიდან გამოვიდა. ცესკოს თანამშრომლებმა კი ეს საკითხი დაახლოებით 15-20 წუთში მოაგვარეს“, - განაცხადა „ახალგაზრდა ექსპერტთა კლუბის“ ხელმძღვანელმა ანრი მეტრეველმა.
მისი თქმით, ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების დროებითი გაუმართაობა კენჭისყრის პროცესზე არ ასახულა.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარე რატი აბაკელიას განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო ტექნიკურად გამართული საარჩევნო პროცესი, რაც დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმცა.
„პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაიარა მშვიდ ატმოსფეროში. ფაქტია, რომ ცესკომ უზრუნველყო ტექნიკურად ჯანსაღი, გამართული საარჩევნო პროცესი. მშვიდი გარემოს არსებობა დაადასტურეს უცხოელმა დამკვირვებლებიც, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა პასკალ ალიზარდმა, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნები შედგა", - განაცხადა აბაკელიამ.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიციკაციის და ხმის მთვლელი აპარატის გამოყენებით.